LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სურვილი არ გაქვს რამე თქვა…” – ირმა ინაშვილმა “ქართულ ოცნებას” ტაკიმასხარა უწოდა

1037
pjimage

ირმა ინაშვილის თქმით, “ქართული ოცნება” გაყინული თვალებით ზის პარლამენტში და პოლიტიკური “სიწუწკითაა” დაკავებული.

“სურვილი არ გაქვს რამე თქვა, რადგან აზრი არ აქვს ამ ყველაფერზე საუბარს, გაყინული თვალებით გიყურებენ. ჩემი მოწოდება ძალიან მარტივია – პოლიტიკურ სიწუწკეს, სპექტაკლებს და თამაშს თავი დაანებეთ. სახელმწიფო გვაქვს გადასარჩენი. ხალხი უკიდურეს გაჭირვებაშია. აქ კი მგონი არავინ შიმშილობთ, სხვა ოჯახების ბავშვები შიმშილობენ და იმათზე ვიზრუნოთ ჯობია აქ ტაკიმასხარაობას” – ასე მიმართა ირმა ინაშვილმა “ქართულ ოცნებას”.

ინაშვილმა ასევე კობახიძის განცხადება გააკრიტიკა, რომლის მიხედვით პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კოლეგას მოუწოდებს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” გაემიჯნოს.

 

ირაკლი კობახიძემ ინაშვილს გუშინდელი განცხადება შეახსენა:

“ვაწყენინე ქალბატონ ირმას, როდესაც საუბარი მქონდა საგარეო ორიენტაციაზე. ძალიან კარგია თუ ემიჯნებით ამ სტატუსს და საკუთარ თავს არ მიიჩნევთ პრორუსულ პარტიად და თუ გაემიჯნებით ბოლომდე სიტყვით და საქმით, ეს იქნება საუკეთესო. საუბარია იმაზე, რომ თქვენ გაქვთ თქვენი საგარეო კურსი, რომელშიც გვაქვს აცდენა. ჩვენ ვსაუბრობთ მაგალითად იმაზე, რომ “ქართული ოცნება” არის ნატოს მხარდამჭერი, აქ არის პრინციპული შეუთავსებლობა. კარგი იქნება თუ მკაფიოდ გაემიჯნებით ყველა განცხადებაში “ნაციონალურ მოძრაობას” იმიტომ, რომ ჩემთვის გაუგებარი იყო გუშინ, როდესაც თქვენ თქვით, რომ მოუწოდებდით ნაცმოძრაობას და სხვა პარტიებს, რომ თქვენთან ერთად დამდგარიყვნენ. როდესაც ერთი მხრივ აინიცირებთ რეზოლუციას და მერე მათთან ერთად დგებით თეორიულად გაარკვეულ აქციებზე, ეს არის მიუღებელი. რუსებსაც გაემიჯნეთ და ნაცებსაც გაემიჯნეთ”.

mazda magti 5g