LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სვანეთში 13 წლის ბიჭი დაიკარგა

667
5F64B350-6F8F-4874-84E3-D7BBA16854C7-750x430

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში, უკვე მეორე დღეა, ადგილობრივ 13 წლის ილია ფილფანს ეძებენ.

ბიჭი სახლიდან გუშინ დილით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ილია იყო ველოსიპეტით, ეხურა კეპი და ეცვა მუქი ტანსაცმელი.

ბოლოს ის სოფელ ლენჯერში ნახეს. როგორც სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი აცხადებს, ფილფანების ოჯახი მესტიაში მოსკოვიდან პანდემიის დროს ჩამოვიდა.

ბავშვის სამძებრო სამუშაოებში დღეს დილიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 20 მეხანძრე-მაშველი ჩაერთო.

გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანანონო აღკვეთას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g