„კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს ოლიგარქი ივანიშვილი კლავს.
„საქართველო რომ კვდება, ცხადია და თან სირცხვილში კლავს ოლიგარქი ივანიშვილი… განზრახ სუფევს ასეთი უკანონობა ქვეყანაში , რომელიც ქვეყანას სირცხვილში კლავს.
ტურისტებს აუპატიურებენ და წამებით კლავენ ( რუსული “უშიშ”.სკოლა)
რუსეთის მიერ დევნილ პრეზიდენტს ციხეში კლავენ! ამ ყველაფრის მოთმენით, საქართველოს სირცხვილში თავად ჩვენ – ხალხი ვკლავთ!!!!“. – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში პირველ ოქტომბერს დააკავეს. პრეზიდენტი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ციხეში შიმშილობს.