თაკო კორინთელი პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც „ჩემი ცოლის დაქალებში“ მარიშკა ჯავახაძე ბარბარიკას როლში ჩაანაცვლა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მან ჩათვალა, რომ საკუთარი თავი ამ სერიალში ამოწურა და „პოსტივიზე“ გადავიდა სამუშაოდ, სადაც ტელეწამყვანის ამპლუა მოირგო
თაკო ცოტა ხნის წინ გათხოვდა. მისი მეუღლე, ლევან ნარეშელია.
თაკო კორინთელი თავისი პირადი ცხოვრების ბედნიერი ეტაპის შესახებ ჟურნალ „სარკეს“ უყვება:
„ძალიან მოგვწონდა და გვიხაროდა ერთად ყოფნა და ასე მივედით იმ ეტაპამდე, რომ ოჯახი შეგვექმნა. ამას ცოტა მოგვიანებით ვგეგმავდით, ლევანმა კი სიურპრიზი მომიწყო, დამპატიჟა იმ ადგილზე, სადაც გვიყვარდა ერთად ყოფნა და ცოლობა მთხოვა. მე დავთანხმდი. ხელი მოვაწერეთ. პანდემიის გამო ქორწილი ვერ გადავიხადეთ, მაგრამ აუცილებლად გვექნება დიდი, ძალიან ლამაზი ქორწილი.
პირველი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ ხელახლა ოჯახის შექმნა ადვილად გადაწყვიტეთ?
ეს გამოცდილება ორივეს გვქონდა. დაუფიქრებლად არ გადაგვიდგამს ნაბიჯი. ისეთ ასაკში ვართ, ყველაფერი გავიაზრეთ, ავწონ-დავწონეთ. დავრწმუნდით, რომ ერთმანეთი ნამდვილად გვიყვარს, გვეძვირფასება და რაც მთავარია, ერთმანეთის შეუცვლელი მეგობრები ვართ, ამიტომ არ გაგვჭირვებია ამ ნაბიჯის გადადგმა…“