გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი „პრაიმშოუს“ გუშინდელ გადაცემას ეხმიანება, სადაც ვაქცინაციის მომხრეები და მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ და წერს:
„ქართული სატირა…
იუმორისტულსაც კი დავარქმევდი, საკუთარი ტკივილი, რომ არ იყოს…
‼️ მესამე ტალღა ძალას იკრებს…
‼️ ამ დროს პროტესტის მიზეზები არ გველევა (ობიექტური მიზეზები!!), მიტინგი მიტინგზე ტარდება…
‼️ ჰესის პროტესტთან დაკავშირებით გამოსავლის პოვნის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრი ავად გაგვიხდა და იპროტესტეთ, სანამ კარგად გავხდითო, აცხადებს ოფიციალური მთავრობა…
‼️ კანაბის ფესტივალიც კი ჩავატარეთ…
‼️ ვაქცინაციაზე ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკი ზაფხულშივე დავიწყეთ, მაგრამ მარტო ქართულ მედიასთან რომ არ უნდა გველაპარაკა, მოლაპარაკებები გვეწარმოებინა, დიპლომატები (გვყავს საერთოდ?) ჩაგვერთო, როგორც ეს ისრაელმა გააკეთა, ვერ გავითვალისწინეთ…
‼️ ამდენი ანტივაქსერი და გაუნათლებელი ადამიანი რომ გვყავს და ძლიერი კამპანია გვჭირდებოდა, ხალხისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად, ამის მიხვედრას განსაკუთრებული ნიჭი უნდოდა…
‼️ ვაქცინაციის ცენტრებს ტრენინგი რაში სჭირდება, 6 წელი სტუდენტობა ხომ გაიარეს, ჰოდა, იციან უკვე ყველაფერი…
ამ დროს თინა თოფურიას, უკაცრავად პროფესორ თინა თოფურიას, ვიწვევთ პირდაპირ ეთერში და აზრს ვეკითხებით… პრინციპში მართალია, ქვეყანამ, რომელმაც ამ ქალბატონს პროფესორობა უბოძა, რატომ არ უნდა მოუსმინოს?! რამდენი ასეთი პროფესორი გავიცანი ამ თვეების განმავლობაში, ვინ მოთვლის…
მეორე თინა, გვარად გოცაძე, ექიმი, ჟურნალისტი… ექიმი და ჟურნალისტი ერთად… კარგი, ასე იყოს, მაგრამ პრიალა მაკიაჟი და წითელი პომადა, როდის ყოფილ არს, რომ ტვინის ხვეულებს აღრმავებდა?!
ზოგადად, ჭკვიანები და სულელები ნაკლებად ვნებენ კაცობრიობას. ნახევრად ჭკვიანნი და ნახევრად სულელნი წარმოადგენენ განსაკუთრებულ პრობლემას. ჭკვიანი გამომეტყველებით და გაზუთხული ტერმინებით საკუთარ უსუსურ და საცოდავ აზრებს, რომ აფრქვევენ…
ორივე თინამ საკუთარი თავი ჩემი თვალით რომ დაინახონ, ან იმის გააზრება მაინც რომ შეეძლოთ, მათი დაობებული სახმო იოგების აჟღერებას რა სავალალო შედეგი შეიძლება მოჰყვეს, საერთოდ დაიხშობდნენ საინფორმაციო ღრუს, მაგრამ ამის ბედნიერება ვინ მოგვცა…
ჟურნალისტებისაც მესმის, სულ კულუმბეგოვს ხომ არ ჰკითხავენ ჭკუას, ცოტა მრავალფეროვნებაც საჭიროა…
‼️ თუმცა მართლაც სატირალი რა არის, იცით?! თინებს რომ მოიწვევ სტუდიაში და ისეთ ოპონირებასაც ვერ გაუწევ, რომ მაყურებელს არ აფიქრებინო, არ ალაპარაკეს, თორემ ჭკვიანურს ამბობდაო (კომენტარები)…
‼️ ასეთ სახიფათო მდგომარეობაში, ასეთ სათუთ თემაზე რომ აკეთებ გადაცემას და თინებისნაირ ხალხს მოიწვევ, იმის შნოც უნდა გქონდეს, არგუმენტირებული ოპონირება გაუწიო და მხოლოდ გაჩუმებაზე არ იყო ორიენტირებული.
კითხვა: ფერტილობა და ვაქცინა!
‼️ პასუხი: რა შუაშია საერთოდ? რომელი ვაქცინა ახდენს ფერტილობაზე გავლენას, რომ ამან იქონიოს? დაიდო კვლევა, რომლის მიხედვითაც ფაიზერის და მოდერნას ვაქცინა ორსულებშიც კი უსაფრთხოა.
კითხვა: 5-10 წლის მერე ვაქცინა რას გამოიწვევს…
‼️ პასუხი: რა უნდა გამოიწვიოს 5-10 წლის შემდეგ, როცა 6-8 თვეში კარგავს, სავარაუდოდ, ძალას და ალბათ, ახალი დოზა დაგვჭირდება. დიახ, ალბათ!! მეცნიერები მკითხავები არ არიან, რეალურად ამ დროის მონაკვეთში ვიმყოფებით ახლა, დიახ, ახლა ხდება ეს ყველაფერი (!!!) და აცრიდან 8-12 თვის გასვლის შემდეგ შეგვეძლება დაზუსტებით რამის თქმა.
კითხვა: სიმახინჯეებს ხომ არ იწვევს…
‼️ პასუხი: როგორ გამოიწვევს რნმ-ვაქცინა ან ვექტორული ვაქცინა სიმახინჯეებს? ფიზიოლოგიის მინიმალური საფუძვლები მაინც თუ გაქვს წაკითხული, ეს კითხვა აზრადაც არ მოგივა. რნმ არ გვაქვს ადამიანებს ორგანიზმში და შესაბამისად, ვაქცინის რნმ-მა რა უნდა ჩაანაცვლოს? სად უნდა ჩაშენდეს, რომ რაიმე გენეტიკური ცვლილება გამოიწვიოს?
#ბედნიერიერი“.