LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჟვანიას დღეს პარლამენტში ელოდებიან – ცესკოს თავმჯდომარე დროებითი საგამოძიებო კომისიის კითხვებს უპასუხებს

70
20201205133447

პარლამენტში დღეს თამარ ჟვანიას ელოდებიან. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უპასუხებს.

კომისიის წევრები ამბობენ, რომ საგამოძიებო პროცესში მათ ჟვანიას მიმართ არაერთი კითხვა დაუგროვდათ.

მათ შორის არის ცესკოს შეცდომებზე რეაგირება, პირველადი შედეგების გამოცხადება და საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კომპეტენცია.

საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენლებსაც მოუსმენენ.

„კითხვები, რომლებიც დღეს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან იქნება დასმული, დაკავშირებული იქნება პირველადი შედეგების გამოცხადების დროსთან, კომისიის წევრთა კომპეტენციასთან, დავებთან. ასევე, სხვადასხვა საკითხები, რომლებიც გამოვლინდა ამ პერიოდის განმავლობაში. ვფიქრობთ, საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იქნება, რომელიც ღია იქნება საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. ასევე, გვექნება შეხვედრა პროკურატურის წარმომადგენლებთან, რომელთაგან მივიღებთ ინფორმაციას მიმდინარე საგამოძიებო საქმეებზე, რაც დაკავშირებულია არჩევნების წინა პერიოდთან და არჩევნების დღეს მომხდარ დანაშაულებრივ ქმედებებთან, ამის თაობაზეც გვექნება განხილვა“, – განაცხადა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.

​დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 20 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალა, მათგან ოთხი საარჩევნო უბნის კომისიის წევრები და ოლქის თავმჯდომარე პარლამენტში დაიბარა და კომისიის სხდომაზე გამოკითხა.

magti 5g