LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ივერი: „ადრე ადამიანებს ესირცხვილებოდათ რაღაცის კადრება, ახლა სოციალურ ქსელში ამოფარებულები არიან ფსევდონიმებს და ყველა ვარსკვლავი მათთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდა…“

309
iveri

საოპერო მომღერალი თამარ ივერი გია ჯაჯანიძის შოუში საუბრობს საზოგადოების მხრიდან აგრესიისა და ბულინგის შესახებ:

„ამ ბოლო დროს უკვე „დავჭკვიანდი“, ადრე – როცა ქვეყანაში რაიმე მოვლენა მოხდებოდა, ყოველთვის უნდა გამომეხატა ჩემი აზრი, რაც ძალიან ბევრჯერ დიდ ვნებათაღელვად დამიჯდა. ამ ამბის დედოფალი ვარ თბილისში, დაზარალების მხრივ. ადრე ადამიანებს ესირცხვილებოდათ რაღაცის კადრება, ახლა სოციალურ ქსელში ამოფარებულები არიან ნიკებს, ფსევდონიმებს, ჩაკეტილ პროფილებს და ყველა ვარსკვლავი, ცნობილი ადამიანი მათთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდა, ძალიან ბევრმა ეს ძალიან ცუდად გამოიყენა. ესენი არიან, უპირველეს ყოვლისა, ლუზერები და საკუთარ ცხოვრებაში ხელმოცარული ადამიანები. გაქვს ბანკის ვალი ან საცხოვრებლის პრობლემა – იქ ვიღაცამ დაწერა, ვიყიდე ვილა, ნახეთ ჩემი ულამაზესი ბავშვების ოთახიო, მორჩა, მას აქვს უზარმაზარი აგრესია, რომ ვიღაცას აქვს ვილა და თვითონ არ გაუმართლა. ქორწილის და ჯვრისწერის ქვეშ წერენ, შე გათახსირებულო, შენ არ გაიხარე, ვის რაში აინტერესებს შენი ქორწილიო. ასეთ დროს ვხვდები, რომ ეს ადამიანები არიან პირად ცხოვრებაში ხელმოცარულები.

„სასწაული თუ გინდა… დღეს კვერცხებს ვღებავდით…“ – რა შეემთხვა თამარ ივერს?

2013-2014 წლებში მე გადატანილი მაქვს ცნობილი მოვლენები, როცა ისეთებს მწერდნენ, მორჩა, შენი კარიერა დასრულდა, შენი მზე ჩაესვენაო. დღემდე „იუთუბზე“ უცხო ენაზეც და ქართულზეც არის ჩემი მაკომპრომეტირებელი ვიდეოები. ახლა ვიტყვი სკანდალურ რამეს, ერთმა ახლობელმა, რომელიც დიდხანს ვერ ბედავდა, ბოლოს ჩემს მეუღლეს უთხრა, რომ ერთ-ერთ  პორნოსაიტზე იყო სექსუალური აქტის ამსახველი ვიდეო, სადაც სახეები არ ჩანდა და ეწერა, თამარ ივერი და მისი მეუღლეო. ამის გამო ვიყავით პოლიციაშიც. საქართველოდან არა, მოსკოვიდან ყოფილა ატვირთული. ერთი მხრივ, კარგია, რომ პოპულარული და რეიტინგული ხარ, თვით შენი ლანძღვაც რეიტინგულია, ამბობენ, რომ შავი პიარიც პიარია. ვიღაცისთვის ზედმეტად სიმართლეს ამბობ, ვიღაცას გულზე ხვდება, ვიღაცას არ გაუმართლა და შენ გიმართლებს. ახლა ტყავი გავისქელე. ძალიან კარგი გამონათქვამია და იმით ვხელმძღვანელობ, არაფერი არ გამოიყვანს შენს მტერს ისე წყობიდან, ვიდრე შენი მისადმი კეთილგანწყობა…“

თამარ ივერი: „უილ, „ოსკარებზე“ 10 წლის მერე რომ დაგპატიჟებენ, როგორც „დასჯილ და ჭკუანასწავლ ბიჭუნას”, თუ შუა თითს აჩვენებ და არ გამოცხადდები, ვაჟკაცად ჩაგთვლი…“

თამარ ივერი: „ეს თქვენი სანქციები ლურსმნების „გაიკები” და „შურუფებია”, რომ ნელ-ნელა უჭერთ?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები