LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ მეფემ ქორწილი დიდუბეში გადაიხადა – ანა დოლიძე

468
7-5

ორგანიზაცია “ხალხისთვის” დამფუძნებელმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ თამარ მეფემ დავით სოსლანზე დიდუბეში იქორწინა, რადგან იქ იყო წალკოტი.

დოლიძე ამბობს, რომ ამ რაიონს ახლა ძალიან დიდი გამოწვევები აქვს, რომელსაც სახელისუფლებო კანდიდატი გია ვოლსკი ვერ უპასუხებს.

“თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა დავით სოსლანთან ქორწილი, რადგან ეს იყო აბსოლუტური წალკოტი. დღეს ამ რაიონს აქვს ბევრად მეტი გამოწვევები და ამ გამოწვევებს ვერანაირად, საკუთარი პოლიტიკური და პროფესიული შესაძლებლობით ვერ უპასუხებს მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკი. 21-ე საუკუნეში, დიდუბე-ჩუღურეთს, თბილისსა და საქართველოს სჭირდება სულ სხვა, ახალი ტიპის პოლიტიკოსი, ახალი ტიპის ხედვები”, – განაცხადა დოლიძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში.

 

თამარ მეფის მეურე მეუღლესთან ქორწილი რომ დიდუბეში შედგა ამას ხალხური ლექსიც მოწმობს.  ქორწილი 1187 (ან 1189) წელს დიდუბის სასახლეში გამართულა.

საქართველოს დედოფალი, დედა ქართლისა თამარი,

სიმშვენიერით მოსილი, ამომავალი მზის დარი,

დავით სოსლანის მეუღლე, რომელს უმშვენა მან მხარი, —

დიდუბეში იქორწინა, სადაც რომ საყდარი არი;

ნადიმობა გაუმართა, მოიწვია თავის ჯარი;

ასი სული ცხვარი დაკლა და ორასი ნიშა ხარი,

ლურჯი სუფრა გაუშალა, იქნებოდა ასი მხარი,

ქვრივ-ობლებსა უწყალობა ოქრო, ვერცხლი დიდი ძალი

 

ანა დოლიძემ 29 ივლისს განაცხადა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. მან მისი ბრძოლა არჩევნებში და ვოლსკისთან პაექრობა დავითისა და გოლიათის ბრძოლას შეადარა.

“ჩემო კარგო ხალხო, მივიღე გადაწყვეტილება დავდგე მაჟორიტარად დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში. ვერ დავუტოვებ საქართველოს გია ვოლსკის და მის ამფსონებს. ადამიანს, რომელსაც არავითარი შესაძლებლობა არ აქვს აქციოს ეს რაიონი ქალაქის ეკონომიკურ-კულტურულ ეპიცენტრად, უპასუხოს 21-ე საუკუნის გამოწვევებს და საჭირო ახალი მუხტი მისცეს ჩვენ ქვეყანას. ან დავრჩებით ვოლსკისთან ერთად ფარნიანი ტელეფონის ეპოქაში ან შევალთ 21-ე საუკუნეში. ეს იქნება დავითისა და გოლიათის ბრძოლა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება საქართველოს უკეთესი მომავლის მხარეზეა”, – განაცხადა დოლიძემ.

გაიცანით დოლიძე უკეთ გადაცემა “33 კითხვა ფორტუნასგან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები