LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამრიკო ჭოხონელიძე: „ვიცი, რომ წერენ, თითქოს „ნაციონალებში“ გადავბარგდი. არასდროს არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვარ და არც ვიქნები…“

614
თამრიკო ჭოხონელიძე ფოტო

თამრიკო ჭოხონელიძე პოლიტიკური პროცესების შესახებ ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ არასდროს არც იქნება არც ერთ პარტიაში:

„ვიცი, რომ წერენ, თითქოს „ნაციონალებში“ გადავბარგდი. არასდროს არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვარ და არც ვიქნები, თუმცა ყოველთვის როდესაც ამის საჭიროებას დავინახავ, ოპოზიციაში ვიქნები და ამას ჩემს მოქალაქეობრივ ვალად მივიჩნევ, რადგან არ შემიძლია, ამ ქვეყნის დამანგრეველ პროცესებს ზოგიერთივით შორიდან ვუყურო… ყველა უგუნურს მინდა ვუთხრა, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოვადგენ.

გასაგებია, რატომაც მიწოდებენ „ნაციონალს“, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამშრომელი ვარ და ვიღაცებს ვერ წარმოუდგენიათ, თუ ამ პარტიის წევრი არ ვარ, იქ რა მინდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g