LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თათია კობალაძე: „მინდა, მარინა ბერიძემ ისწავლოს, რომ არ შეიძლება, დამწყებ მუსიკოსს ის უთხრას, რაც მე მითხრა… ყველანაირი იმედი ჩამიკლა…“

3240
თათია და მარინა

მომღერალმა თათია კობალაძემ, რომელიც არაერთი საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის ფინალისტი და გამარჯვებულია, მარინა ბერიძეს მიუძღვნა ვიდეო. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ეუბნება უარს ცნობილი მუსიკალური პროდიუსერი მას „ჯეოსტარში“ აყვანაზე იმ მიზეზით, რომ თათიას სასიმღერო მონაცემი არ აქვს.

თათია კობალაძე ჟურნალ „გზასთან“ ვრცლად საუბრობს იმის შესახებ, რატომ გადაწყვიტა ამ ვიდეოს გამოქვეყნება:

„უბრალოდ, მინდა მანაც ისწავლოს, რომ არ შეიძლება, დამწყებ მუსიკოსებს, მომღერლებს ის უთხრას, რაც მე. 17 წლის ვიყავი, როცა „ჯეოსტარის“ კასტინგზე პირველად მივედი. 11 თვის შვილით ხელში, დილის 8 საათიდან რიგში ვიდექი… კასტინგზე ისეთი სიმღერა მომცეს, რომელიც მანამდე არასდროს შემისრულებია. ჩემს ტემბრს საერთოდ არ შეესაბამებოდა… სცენაზე ძალიან შეშინებული ვიდექი – ამას ვაღიარებ, თუმცა კონკურსები ვარსკვლავებისთვის არაა, იმ ადამიანებისთვის ტარდება, რომლებსაც მუსიკალური მონაცემები აქვთ და კონკურსზე უნდა განვითარდნენ, სცენაზე მუშაობა ისწავლონ… კასტინგზე მისულს ქალბატონმა მარინამ ყველანაირი იმედი ჩამიკლა, წადი, უკვე გათხოვილი ხარ, შვილი გყავს, მომავალი არ გაქვს. სახლში უნდა იჯდე და შილი გაზარდოო, ჩემთვის ეს მიუღებელია…

რამდენიმე წლის შემდეგ უკრაინის იქს ფაქტორში გავედი და ნახევარფინალში მოვხვდი, მთელი უკრაინა მცნობდა… ასევე წარმატებას მივაღწიე თურქეთში, ყაზახეთში… მსოფლიო მასშტაბით თითქმის ყველა მუსიკალურ კონკურსში ვმონაწილეობდი. არ მეგულება მუსიკოსი, ვინც ამდენს იბრძვის მიუხედავად იმისა, რომ ჰყავს ოჯახი, ორი შვილი, არ ჰყავს ფულიანი მამიკო…“

„მონაცემი“, როგორც ამბობს ქალბატონი მარინა, არ მქონდა?! რომ არ მქონდა ეს თათია ვერ იქნებოდა, რაც არის ახლა“ – თათია კობალაძე მარინა ბერიძეს მადლობას უხდის

ვიდეო: მომღერალი თათია კობალაძე მარინა ბერიძეს ვიდეოს უძღვნის: „ეს მინიმალური კრებული უნდა დამედო თქვენთვის, ქალბატონო მარინა!…“

თათია კობალაძე ამერიკულ „ნიჭიერში“ გამოჩნდება: „ძალიან ბედნიერი ვარ!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები