ტელეწამყვანისა და ჟურნალისტის, ანა მამულაშვილის გარდაცვალებას უამრავი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორისაა მუსიკოსი თათია შარანგიაც, რომლის პოსტს გთავაზობთ:
“არ შემიძლია ანიზე ბევრი ლაპარაკი… ვერც მივცემ თავს ამის უფლებას… რადგან დიდხანს, დიდხანს ვერ ვნახე…. რადგან გადიოდა დრო და ვფიქრობდი, რომ მას როცა კი მომინდებოდა ვნახავდი… თურმე ვცდებოდი…
მე და ანი, ერთ ეზოში გავიზარდეთ… მე და მარი… ანი და ვიკა…. ასე დავდიოდით და ვთამაშობდით თოჯინებით… სულ გვიყვარდა ერთმანეთი… გვჯეროდა ერთმანეთის და ყველაზე ფასეული – ბავშვობის უდარდელი წლები გვაერთიანებდა….
ანი… წახვედი და თან წაიღე ჩვენი ბავშვობის წლები… შენს გაფრენასთან ერთად თითქოს გაფრინდა ჩვენი ბავშვობაც…
მაგრამ ზუსტად ვიცი, სადაც ხარ, იქაც ანათებ… იქაც იცინი…. იქაც ამხნევებ… იქაც გწამს…. მიყვარხარ ანი და ვიტოვებთ შენს შვილებს, მარადიულობის ნიშნად…. მიას, რომელიც ასლია შენი…. ღმერთმა ათასწლეული სიცოცხლე არგუნოს მათ… მინდა ყველას მოუყვნენ, თუ რა სიცოცხლის მოყვარული დედიკოს, ნალოლიავები შვილები არიან….
ნათელში იყოს შენი ხალასი სული, ანი…. მუდამ ჩვენს გულებში, მუდამ ჩვენს მოგონებებში…. მაპატიე, თუკი რამ გაწყენინე ნებით თუ უნებლიედ…. ?”