LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თათია შარანგია: “ჩემი ბავშვობა დამთავრდა, მაპატიეთ მეგობრებო… სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, საუბარი და წერა მიჭირს…”

20408
BeFunky-collage (4)

პიანისტი, ტელეწამყვანი თათია შარანგია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მისი საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შესახებ იუწყება.

“ჩემი ბავშვობა დამთავრდა…. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი… ციკა დამთავრდა…. მაგრამ დამთავრდა მხოლოდ აქ… გაგრძელდება იქ, სადაც სჯეროდა გაგრძელების… სადაც უნდოდა მარადიულად გადაენაცვლა…. სჯეროდა სიკეთის, სჯეროდა მზრუნველობის. სჯეროდა რომ მისი თბილი ხელებით ყველა უნდა გაებედნიერებინა. გაგვაზარმაცა და გაგვალამაზა ყველა. ჩვენი ოჯახი ერთობით გამოირჩევა და ამ ერთობის, სიმყუდროვის, სიყვარულის უმთავრესი მიზეზი სწორედ ის იყო…

მაპატიეთ მეგობრებო… პირველად რომ საუბარი და წერა მიჭირს.

პანაშვიდები – სამშაბათი, ოთხშაბათი – ყაზბეგის 34 ა. II სადარბაზო. 4 სართული.

გასვენება – ხუთშაბათს, 14 საათზე. ანდრია პორველწოდებულის სახელობის ტაძრიდან.

ერთს გეტყვი მხოლოდ ცი- მადლობა, უდიდესი მადლობა იმ ამაგისთვის რაც გაქვს და რაც შეუფასებელია მთელი ჩვენი დიდი ოჯახის მიმართ და ბოდიში. ბოდიში, რომ ვერ გითხარი ყოველდღიურად თუ როგორ მიყვარხარ!!! ბავშვობა მოგყვება ჩემი… ცრემლი კი- უამრავი ადამიანის, ვფიქრობ ყველასი ვისაც ერთხელ მაინც გასაუბრებიხარ.

11 თებერვალს შენს დაბადების დღეს უშენოდ მოვეფერებით. მიყვარხარ და არ გემშვიდობები. რა ლამაზად შემინახე კონცერტების აფიშები… ჩემი შენთვის დაწერილი წერილები… შენს ტელეფონში მხოლოდ ჩვენი ფოტოებია…. ვინ დამირეკავს ყოველი გადაცემის დასრულებიდან 1 წუთში? ვის ვეტყვი-გადმოგირეკავ ცი? გული კი არ მტკივა – მეგლიჯება. ვერ გემშვიდობები… უბრალოდ – დროებით…. შენთან ჩახუტებამდე”, – წერს თათია შარანგია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g