LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თათია შარანგია ედუარდ შევარდნაძეს იხსენებს – „განსაკუთრებულად მიყვარდა, მისთვის სიამოვნებით ვუკრავდი…“

3921
tatia-shevardznadze-news

სოციალურ ქსელში ახალი პოსტით პიანისტი თათია შარანგია ედუარდ შევარდანძეს იხსენებს. ის მისი შვილიშვილის ცოლი გახლდათ. ახლა თათია მეორედაა დაქორწინებული.

„ორი ედუარდი…

განსაკუთრებულად მიყვარდა, მისთვის ყოველთვის სიამოვნებით ვუკრავდი მოცარტს, მახსოვს მისი დახვეწილი გემოვნება და ღრმა ცოდნა კლასიკური მუსიკის…. თურმე როგორი ფუფუნება იყო მასთან საუბარი და ბევრი ისტორიული მომენტის ერთი-ერთზე მისგან მოსმენა….

როდესაც გავიგე, ბიჭს ველოდებოდი, დიდი მორიდებით ვკითხე მას , თუ გაუხარდებოდა შვილთაშვილს მისი სახელი ჰქონოდა… მახსოვს ხანმოკლე პაუზა და მისი პასუხი… „მე სხვანაირად არც წარმომედგინა ბაბუ… დაარქვით ჩემი სახელი ჩემს შვილთაშვილს და ნახავთ, თუ რამდენად მეტს მიაღწევს, ვიდრე მისი დიდი ბაბუა, ყველაზე ბედნიერი და იღბლიანი ბიჭი იქნება…“ მაშინ დავიფიცე, რომ მისი სახელისა და გვარის ღირსეული გამაგრძელებელი უნდა გამეზარდა. სრული პასუხისმგებლობით და დიდი სიყვარულით დავარქვი ჩემს შვილს მისი სახელი…

გავაჩინე ედუარდ-გიორგი შევარდნაძე გრძელი შავი თმით და ლურჯი თვალებით…. კისერზე პატარა წითელი ლაქა შევამჩნიეთ… ეს ლაქა არც დედამისს აქვს, არც მამამისს ჩამოვედი თბილისში, დაგვხვდა აეროპორტში მთელი ოჯახი და პირველი რეისით, რა თქმა უნდა, კრწანისის რეზიდენციისკენ ავიღეთ გეზი…. არასდროს დამავიწყდება ბაბუს ამაყი და ბედნიერი თვალები…. ის სითბო, რასაც ის ედუს მიმართ გამოხატავდა… როცა მასთან ახლოს მივედი, რომ ბავშვი ხელში ამეყვანა…. ვნახე, რომ სწორედ ბაბუს, ზუსტად კისერზე, ზუსტად იმავე ფორმის წითელი ლაქა ჰქონდა… გაოგნებისგან იმდენი ვიყვირე, “ნახეთ, ნახეთ, ბაბუს ჰქონია ესეთი ლაქა”… გაოგნებული მიყურენდა და ზუსტად ისე გაუხარდა, როგორც მე…. სხვანაირად გაიღიმა ვიდრე მანამ მენახა…

25 იანვარს ბაბუს დაბადების დღეა… ცხოვრება გრძელდება და ის ჩვენს შვილებში, ჩვენს შთამომავლობაში აგრძელებს მსვლელობას….

ბაბუა და შვილთაშვილი/2012 წელი“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები