„ვეთანხმები ქალბატონ გიულის, ვფიქრობ ეს ოჯახისგან ძალიან სწორი განცხადებაა“, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებას.
გიული ალასანია: ჩემი შვილი არ ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში
როგორც თაკო ჩარკვიანმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ აღნიშნა, მოქალაქეებმა თვალი არ უნდა დახუჭონ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და ხმამაღლა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია.
“ეს იყო ოჯახისგან ძალიან სწორი განცხადება. ვეთანხმები ქალბატონ გიულის. თავად სააკაშვილი გაემიჯნა ამ ყველაფერს, მაგრამ აქ არის მეორე ვარიანტი, ჩვენ ხომ არ გავემიჯნეთ მოქალაქეები? რაღაც მორალური კოდექსი ხომ არსებობს ? ჩვენს თვალწინ ადამიანი კვდება და ჩვენ ვერ ვაკეთებთ ვერაფერს. ვისაც არ გვინდა, რომ ჩვენ თვალწინ რამე დაემართოს უნდა გამოვიდეთ, ვთქვათ, ვაიძულოთ.
რასაც გვთხოვენ ეს არის რეფორმირებული სასამართლო, პროკურატურა. გავაკეთოთ, მივიღოთ, გადავავადოთ ამ ადამიანის ეს მდგომარეობა და რეფორმირებული სასამართლოს წინაშე დავუდოთ ყველას ქეისი. 7 ნოემბრის ქეისს დადებენ, დავუდოთ იქვე 20 ივლისის ქეისი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
დაახლოებით 10 წამყვანი დიაგნოზი შეუთავსებელს ხდის პატიმრობას: ცენტრი „ემპათია“
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას არ ადანაშაულებს მოწამვლაში, არამედ მას მიაჩნია, რომ „აქ უცხო სახელმწიფოს კვალია“.
გიული ალასანია ყველას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან თავი შეიკავონ.