LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისი პრაიდის“ უკან დგას რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით: პრემიერი

91
irakli Raribashvili

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დღეს ჩატარებული მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიაჩნია.

პრემიერმა აღნიშნა, რომ დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს და მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება მიუღებელია.

„მოგეხსენებათ, ჩვენი სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქის უფლებას. ჩვენ არც ერთ ჩვენს მოქალაქეს არ განვასხვავებთ რაიმე ნიშნით. ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი რამდენიმე წლის წინ. ამავდროულად, რა თქმა უნდა, გახსოვთ ალბათ, ჩემივე ინიციატივით, ექვსი წლის წინ გამოვედით და ვთქვით, რომ საჭირო იყო კონსტიტუციაში ქორწინების დეფიცინიციის განსაზღვღრა და ჩაწერა, რაც ჩვენმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა მოგვიანებით. ამით ეს საკითხი დარეგულირდა.

ჩვენ გვაქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, როგორც ერთ-ერთი უძველესი ერი, სადაც თანაცხოვრების არაერთი მაგალითი გვაქვს და ჩვენს ერში არასოდეს არც ერთ წარმომადგენელს, იქნება ეს რელიგიური, თუ სხვა ნიშნით გამორჩეული ადმაიანები, არასოდეს ჰქონიათ პრობლემა. შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ დღესაც იმადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ და გვამოხატავენ საკუთარ პოზიციას და სურთ გარკვეული მარშების ჩატარება, ეს მათი უფლებაა, ბუნებრივია, ამას ვგებულობთ როგორც მოცემულობას და ჩვენ გვესმის მათი სურვილები, მათ კონსტიტუციური უფლებაა.

დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი. მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე. შსს მუდმივ კონტაქტზეა მარშის ორგანიზატორებთან, მათ განემარტთათ, რომ მათ აქცია შეიცავს გარკვეულ საფრთხეს და მათ მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა. მინდა მივმართო მათ, რომ გაითვალისწინონ ჩვენი მოწოდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინდა მივმართო მათ, რომ გაითვალისწინონს ჩვენი მიმართვა და ალტერნატიულად სხვა ლოკაცია აირჩიონ.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მათი მიზანი ქვეყანაში არეულობის და ქაოსის შემოტანაა.

„დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები, კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით. ისინი არიან ჩართულები, აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და ამ აქციებს.

რა თქმა უნდა, მათი მიზანია ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის და ქაოსის შემოტანა, რაც, რა თქმა უნდა, არ განხორციელდება და ამას ჩვენ არ დავუშვებთ. როგორც ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები