LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან ამერიკის, აფრიკის და ავსტრალიის მიმართულებით ფრენა გამარტივდა

170
Flights

2021 წლის 15 თებერვლიდან ატარის ავიახაზები ასრულებს ყოველდღიურ რეისს დოჰასა და თბილისს შორის და მომხმარებელს სთავაზობს უწყვეტ კავშირს მსოფლიოს 120-ზე მეტ ქალაქთან.

ამ ეტაპზე, „ყატარის ავიახაზები“ თბილისიდან დღეში მხოლოდ ერთ ფრენას ახორციელებს და ამით სთავაზობს მომხმარებელს სწრაფ მოგზაურობას საქართველოდან ამერიკის, აფრიკის, ავსტრალიის და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რეგიონებში.

„ისარგებლეთ ყატარის ავიახაზებით და დაუბრუნდით უკვე ნაცნობ ადგილებს, ან აღმოაჩინეთ ახალი მიმართულება, ან უბრალოდ მოინახულეთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანები. ყატარის ავიახაზებით ფრენისას თქვენ გელით ყველაზე ახალგაზრდა საჰაერო ფლოტი, ჰიგიენისა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები როგორც ბორტზე, ასევე დოჰას ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები