თბილისის ჯაზფესტივალი, რომელიც 25-28 მარტს უნდა გამართულიყო, გადაიდო. შეძენილი ბილეთები შემდეგ თარიღებზე ძალაში დარჩება, თუმცა „ისთერნ ფრომოუშენსი“ ჯერ არ აკონკრეტებს, როდის შედგება დაანონსებული კონცერტები.

გთავაზობთ თბ ილისის ჯაზფესტივალის განცხადებას:

„11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელება პანდემიად შეაფასა და კიდევ ერთხელ გასცა რეკომენდაციების პაკეტი ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. აღნიშნული პაკეტი მოიცავს როგორც ჰიგიენური ნომრების დაცვის, ასევე ხალხმრავალ ადგილებზე მოხვედრისგან თავის არიდების რეკომენდაციებსაც.

მსოფლიოსა და საქართველოში არსებული ვითარებისა და საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, შპს ისთერნ პრომოუშენსმა, ფესტივალში მონაწილე ვარლკვლავებთან შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება, 25-28 მარტს დაგეგმილი თბილისის რიგით 23-ე საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალის გადადების თაობაზე. შესაბამისი მოლაპარაკებები შემსრულებლებთან უკვე მიმდინარეობს და ახალ თარიღებზე ინფორმაციას ახლო მომავალში მოგაწვდით.

ბუნებრივია, ფესტივალზე დასასწრები გაყიდული ბილეთები ძალაში რჩება“.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05