LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისობის“ გამო ევროპის მოედნის მიმდებარედ გადაადგილება დროებით შეიზღუდება

73
241989432_0_0_2000_1132_1400x0_80_0_0_6d80ac006f876ad64b5006201f0662a3

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისობა 2022-თან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ევროპის მოედნის მიმდებარედ, 30 სექტემბრის 00:00 საათიდან 3 ოქტომბრის 06:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

“მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გორგასლის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც გამსახურდიას სახელობის სანაპიროს მიმართულებით, ასევე, გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით, ხოლო თუმანიანის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროთი (გვირაბის გამოყენებით).

სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება აბანოს ქუჩიდან გრიშაშვილის ქუჩის მიმართულებით, გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება, ფირდოუსისა და ისფაჰანლის ქუჩების საშუალებით.

აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ვახტანგ გორგასალის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, მეტეხის ხიდისა და ევროპის მოედნის ნაცვლად, ავტობუსები: N371, N301, N344, N345, N331, N350 და მიკროავტობუსები: N538, N550, N580 გადაადგილდებიან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით”, – წერია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები