LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ახალი შემთხვევები 1000-ს გადასცდა: რა ვითარებაა რეგიონებსა და საავადმყოფოებში

88
95946294-3215438105142500-5426565928659714048-o

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით განახლებულ სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 51 993-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 560 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 37 019-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 22 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 8, აჭარაში – 6, იმერეთში – 7, ხოლო ქვემო ქართლში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 423 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 2 775 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 044 შემთხვევა,
აჭარაში – 503,
იმერეთში – 526,
ქვემო ქართლში – 207,
შიდა ქართლში – 177,
გურიაში – 89,
სამეგრელო – ზემო სვანეთში – 117,
კახეთში – 36,
მცხეთა-მთიანეთში – 43,
სამცხე-ჯავახეთში – 25,
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8.

 

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 525.
4 618 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 279, აჭარაში – 734. მძიმე პაციენტი გვყავს 619, მათ შორის, თბილისში – 336, აჭარაში – 83. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 268 პირი – მათ შორის, თბილისში – 124, აჭარაში – 79. 2 438 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 174 – აჭარაში, ხოლო 841 – თბილისში. 7 469 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 094 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 689, აჭარაში-1 353.

სულ 6 ოქტომბრიდან – 5 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 12 445 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 31 370 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 3 146 პირი, აჭარაში – 13 764, იმერეთში – 4 155“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g