კრისტიან დანიელსონი თბილისს დღეს უნდა ეწვიოს. დანიელსონი საქართველოში პირად წარმომადგენლად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით რამდენიმე დღის წინ დანიშნა.
კრისტიან დანიელსონის მთავარი მისია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არსებული დაძაბულობის განხმურტვაა.
შვედი დიპლომატის მისია საქართველოში სავარაუდოდ, ხვალიდან დაიწყება.
ოპოზიციის წევრები, მოლაპარაკებებში კრისტიან დანიელსონის ჩართვას ისტორიულ მოვლენად აფასებენ.
მათი შეფასებით, სწორედ ეს დღეები განსაზღვრავს საქართველოს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან ევროინტეგრაციის პერსპექტივას.