LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება

347
საბურავები-ფოტო-pepper.ge-

თბილისში აალებადი ნივთიერებებით და მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება. როგორც დედაქალაქის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე აცხადებს, უახლოეს დღეებში საკრებულო იმსჯელებს კონკრეტულ ადგილებზე, რომლებსაც აკრძალვა შეეხება.

„კანონპროექტი მომზადებული და მიღებულია. ის ითვალისწინებს, რომ საკრებულომ წესი დაადგინოს და განსაზღვროს ადგილები, სად არის დასაშვები რეალიზაცია და სად არ არის დასაშვები. ეს წესიც მომზადების პროცესშია და უახლოეს პერიოდში იქნება წარდგენილი საკრებულოსთვის“, – განაცხადა ხმალაძემ.

კითხვაზე: შეეხება თუ არა აკრძალვა ელიავას ბაზრობის ტერიტორიას, ხმალაძემ განაცხადა, რომ ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით ერთი, ან ორი კვირის განმავლობაში გააცნობენ საზოგადოებას მერიის პოზიციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები