LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ორი პირის შეკვეთილი მკვლელობა აღიკვეთა – ოპერაციაში უკრაინის კონტრტერორისტული სამსახურიც მონაწილეობდა

248
a5110ed9-6a6b-458c-a9ed-eaf1e13750cc-5e3280882e499

თბილისში 2 პირის შეკვეთილი მკვლელობა აღიკვეთა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გახდა ცნობილი. სუს-ის ინფორმაციით, მკვლელობა აფეთქებით იყო დაგეგმილი. საქმეზე 6 პირი თბილისსა და ბათუმში დააკავეს, უკრაინაში კი – ერთი.

ოპერაცია უკრაინის კონტრტერიროსტულ სამსახურთან თანამშრომლობით ჩაატარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები საქართველოს ორი მოქალაქის ავტომობილში აფეთქებას გეგმავდნენ.

გთავაზობთ სუს-ში გაკეთებულ განცხადებას:

“გამოძიებამ დაადგინა, რომ უკრაინაში დაიგეგმა ქალაქ თბილისში მცხოვრები საქართველოს 2მოქალაქის გ.ფ-ს და დ.ფ-ს განზრახ მკვლელობა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის დასპეციალური დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით უნდაგანხორციელებულიყო.  დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შეირჩა ლიკვიდაციის ადგილები დადეტალურად შემუშავდა აღნიშნული პირების ავტომანქანაში აფეთქების გეგმა.

გამოძიების ინფორმაციით, გ.ფ-ს და დ.ფ-ს ლიკვიდაციის მიზნით, უკრაინაში მყოფი პირიდაუკავშირდა უკრაინის მოქალაქეს, რომელიც ვითარების შესასწავლად  თბილისში გამოაგზავნა.თბილისში ყოფნისას, აღნიშნულმა პირმა რამდენიმე შეხვედრა გამართა დანაშაულებრივიჯგუფის წევრებთან, საქართველოს მოქალაქე გ.ბ.-სთან და ბ.ც-სთან. გ.ბ-მ უკრაინის მოქალაქესმიაწოდა ინფორმაცია გ.ფ.-ს და დ.ფ-ს, მათი ოჯახის წევრების, არასრულწლოვანი შვილების დაახლო კავშირების საცხოვრებელი სახლების განლაგების და საზოგადოებრივი თავშეყრის იმადგილების შესახებ,  რომლებსაც ხსენებული პირები სტუმრობდნენ და აღნიშნულიინფორმაციის შესწავლა დაავალა. დანაშაულის შესრულების მიზნით, გ.ბ.-მ უკრაინის მოქალაქესგადასცა ცეცხლსასროლი იარაღი – პისტოლეტები, ავტომატები ვაზნებითა და დამატებითიმჭიდებით და ფულადი თანხის ნაწილი 4000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც საჭირო იყოთავდასხმის ოპერაციის დაგეგმვის, მომზადებისა და სხვა ხარჯებისათვის. გამომდინარე იქიდან,რომ თავდასხმის ერთ-ერთ ფორმად გ.ფ.-ს და დ.ფ.-ს ავტომანქანაში აფეთქება განიხილებოდა,გ.ბ-მ უკრაინის მოქალაქეს მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ დეტალურიინფორმაცია მიაწოდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ავტომობილის აფეთქებისთვის საჭირო დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობა და 1 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება„ტროტილი“  უკრაინის მოქალაქეს  ბ.ც-მ გადასცა.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის მომზადების პროცესში გ.ბ. და ბ.ც. ერთმანეთისაგანდამოუკიდებლად მოქმედებდნენ კონსპირაციის ნორმების დაცვით. ისინი ერიდებოდნენპირდაპირ კომუნიკაციას თბილისში მყოფ უკრაინის მოქალაქესთან, შეხვედრების შესახებ მობილური ინტერნეტ-აპლიკაციის გამოყენებით წინასწარ ათანხმებდნენ უკრაინაშიდამკვეთთან, ხოლო შემდგომ დამკვეთი, შუამავლის მეშვეობით, შეხვედრის დროსა და ადგილსთბილისში  მყოფ უკრაინის მოქალაქეს აცნობებდა. შეხვედრაზე მისვლამდე, გ.ბ. და ბ.ც.გადაადგილდებოდნენ შენიღბულები, იყენებდნენ ე.წ. კაპიუშონიან ქურთუკს, ქუდს,სამედიცინო პირბადეს. შეხვედრაზე მისული ბ.ც. ბინაში შესვლისთანავე იფარავდა სახესშარფითა და ნიღბით. ქალაქში გადაადგილებისას ცდილობდნენ არ დაფიქსირებულიყვნენსათვალთვალო კამერებზე ისე, რომ მომავალში შესაძლო ყოფილიყო მათი იდენტიფიცირება.

თავის მხრივ, საქართველოს ოთხმა მოქალაქემ რ.ბ-მ,  ნ.ბ-მ, გ.თ-მ,  და ი.მ-მ, სავარაუდოდ,უკრაინაში მყოფი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებისგან მიღებული დავალების თანახმად,ორგანიზება გაუწიეს დისტანციური ასაფეთქებელი მოწყობილობის კუსტარულ დამზადებას.გამოძიებამ დაადგინა, რომ  რ.ბ-მ უკრაინიდან მიიღო დავალება, დაემზადებინა ორი ცალიდისტანციური მოქმედების ასაფეთქებელი მოწყობილობა. ამ უკანასკნელმა, ი.მ-სთან ერთად, ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებისათვის მიმართა ნ.ბ-ს, რომელმაც მოწყობილობა  გ.თ.-ს დაამზადებინა. ამის შემდეგ, რ.ბ-მ საბოლოოდ  ასაფეთქებელი მოწყობილობა თბილისში ჩამოიტანა და ბ.ც-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული მოწყობილობა უკრაინის მოქალაქეს მიუტანა.

აღნიშნული დანაშაულის აღკვეთისა და დამნაშავე პირების დაკავების მიზნით, საქართველოსსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის და უკრაინისუსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლების ერთობლივიკოორდინაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებშიმოპოვებულია სხვადასხვა სახის მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის მომზადების აუდიოდა ვიდეო მასალა. საქმეზე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებებიდა  დისტანციური მოქმედების ასაფეთქებელი სპეციალური მოწყობილობები” – წერია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები