LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი: გახარიას ჰკითხეთ, რატომ ააშენა სასაფლაოში სპორტის სასახლე – ერთ-ერთი მატჩის დროს წამოვედი, ავწიე თავი და ვხედავ, ბაბუაჩემის საფლავთან ვარ, შუაღამეს საფლავზე მისვლა გამიხარდა

164
tea-tsulukiani_w_h

როდესაც ერთ-ერთი მატჩის დროს წამოვედი, გამოვიარე სასაფლაო, ავწიე თავი და ვხედავ, რომ ბაბუაჩემის საფლავთან ვარ, გადმოვედი შუაღამისას – ტრაგიკომედიაა, – ასე უპასუხა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხოდმაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ალეკო ელისაშვილის კითხვას, „ვინ გადაწყვიტა, რომ ახალი სპორტის სასახლე ამ ადგილას უნდა აშენებულიყო“.

ვინ გადაწყვიტა, რომ ახალი სპორტის სასახლე მაინც და მაინც იმ ადგილას უნდა აშენებულიყო – „ევრობასკეტის“ მატჩები ქუჩის მარცხენა მხარეს რომ მიმდინარეობდა, მარჯვენა მხარეს მიცვალებულებს კრძალავდნენ: ალეკო ელისაშვილი

მინისტრის თქმით, აღნიშნული საკითხი უხერხულობას ქმნის.

„არ ვიცი, ბატონო ალეკო, კონკრეტული გვარი და სახელი, ვინ გადაწყვიტა, რომ იქ აშენებულიყო. შემიძლია გავიგო, მაგრამ არ მგონია, საინტერესო იყოს. ეს იყო გახარიას პრემიერობის დროს. დღეს ის ოპოზიციასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩემთან და ჰკითხეთ, რატომ ააშენა სასაფლაოში ახალი სპორტის სასახლე. გეთანხმებით, რომ ეს, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია.

როდესაც ერთ-ერთი მატჩის დროს წამოვედი, გამოვიარე სასაფლაო. როგორც წესი ტელეფონში მაქვს ხოლმე თავი ჩარგული, ავწიე თავი და ვხედავ, რომ ბაბუაჩემის საფლავთან ვარ. გადმოვედი შუაღამისას, გავაოცე დაცვაც, მძღოლიც. ტრაგიკომედიაა.

ეს ასეა, მოცემულობაა. თუ იმის ინსინუაცია გინდათ, მინისტრად რომ დაინიშნე, სხვაგან რატომ არ გადაიტანეო, არასწორი შენიშვნა და უტოპიაა. რაცაა იმას უნდა გავუღიმოთ, ეს მართლა არის საამაყო ინფრასტრუქტურა. უხერხულობაა, გასაგებია, მაგრამ დიდიც არაფერი შავდება. შავდება მხოლოდ ის, რომ პარკინგი გვაქვს მოსაწყობი. ამაზე თავიდან არავინ იფიქრა.

მაგრამ, მიცვალებულები და ცოცხლები რომ ერთად ვართ, უხერხულობას ამაში ვხედავ,

მაგრამ ამით შევქმნა სადეპუტატო კითხვა, ამას ვერ ვიზიარებ. მით უმეტეს იმ საფლავზე მისვლა შუაღამეს ძალიან გამიხარდა“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები