LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თენგიზ ცერცვაძე  კოვდითან ბრძოლაში რევოლუციურ გარღვევას აანონსებს

796
tengizcercvadze20106

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ  „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში  კორონავირუსის მკურნალობის უახლეს მეთოდზე ისუაბრა. ქვეყნის მთავარი ინფექცინისტი ამბობს, რომ ინფექციური პათოლოგიის ცენტრი მსოფლიოში იმ ერთეული წამყვანი დაწესებულებების სიაშია, რომლებიც პირველი დაიწყებენ მონოკლონური ანტისხეულების გამოცდას:

„სულ ახალი გამოგონებაა ე.წ. მონოკლონური ანტისხეულები ვირუსის წინააღმდეგ. ეს ტერმინი მხოლოდ სპეციალისტებმა იციან.

მონოკლონური ანტისხეულები, რომელი დაავადების სამკურნალოდაც გამოიყენეს ყველგან დიდ წარმატებას მიაღწიეს. თუ ეს კოვიდის დროსაც წარმატებული აღმოჩნდა, შესაძლოა რევოლუციური გარღვევის ტოლფასი იყოს. კმაყოფილებით მინდა ვთქვა, რომ აშშ-ს ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტისა და მისი ლიდერის, ენტონი ფაუჩის პირადი რეკომენდაციით, ჩვენი ინფექციური პათოლოგიის ცენტრი მსოფლიოში იმ ერთეული წამყვანი დაწესებულებების სიაშია, რომლებიც პირველი დაიწყებენ მონოკლონური ანტისხეულების გამოცდას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები