LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა აქუბარდია: ომის დაწყებიდან მოყოლებული, ხელისუფლების მანერა და სტილია, რომ რუსეთი საერთოდ არ ახსენოს

149
BeFunky-collage

„ხელისუფლების მანერა და სტილი არის, ომის დაწყებიდან მოყოლებული, რომ რუსეთი საერთოდ არ ახსენოს,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის 2022 წლის ანგარიშის შეფასებისას, დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, პრემიერის განცხადებები აზიანებს საქართველოს სწრაფვას ევროპისკენ.

„რაც არ უნდა საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინას მხარი დავუჭიროთ ყველა რეზოლუციაში, რაც არ უნდა ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნოთ, თუ პრემიერის განცხადებები არ იქნება შესაბამისი მოქმედებებთან, ამ შემთხვევაში კითხვის ნიშნები რჩება საქართველოსთან მიმართებაში, თუ სად დგას საქართველო – ცივილიზებულ დასავლეთთან, თუ რუსეთის ორბიტაზე. სწორედ პრემიერის განცხადებებს უკავშირდება კითხვები, რომლებიც არსებობს ჩვენს დასავლელ პარტნიორებში. რუსეთის ხსენებას ერიდება, როდესაც ამბობს, რომ ომი უკრაინაშია და მას თავისი საქმე აქვს, რაც ძალიან მძიმე განცხადება იყო. ეს ყველაფერი აზიანებს საქართველოს სწრაფვას ევროპისკენ და ეს აზიანებს, ჩვენს საერთო ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ,“ – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები