ილონ მასკმა პირობა დადო, რომ გამოუშვებს ახალ მოდელს, რომლის ფასიც მხოლოდ 25 ათასი დოლარი იქნება და ბაზარზე ის 2023 წლისთვის გამოვა. როგორც ცნობილია, ეს იქნება კომპაქტური ჰეტჩბეკი ელექტრონული აგრეგატით. სიახლე მთელ მსოფლიოში გაიყიდება და მას არც საჭე და არც პედალები არ ექნება.

ილონ მასკმა აქციონერთა კრება ჩაატარა და კომპანიის უახლოს მომავალზე ისაუბრა. მან დააზუსტა, რომ ახალი ელექტრომობილი ნამდვილად 25 ათასი ეღირება და კონვეიერზე 2023 წლისთვის დადგება. ეს იმ შემთხვევაში თუკი პანდემია არ გაგრძელდა და მიკროელემენტების დეფიციტი ისევ აქტუალური არ გახდა. მასკმა ისიც დაამატა რომ სურს, ელექტროქარი საჭის და პედალების გარეშე იყოს და მხოლოდ ავტოპილოტით გადაადგილდებოდეს.

უჩვეულოდ დაბალი ფასის მიღწევას „ტესლა“ ინოვაციური ელემენტის გამოყენების ხარჯზე აპირებს. სიახლე შედარებით ხელმისაწვდომი რესურსისგან დამზადდება და მისი დამსახურებით სვლის მარაგი 16%–ით გაიზრდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ელექტრომობილს ერთი დამუხტვით 400–დან 560 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეეძლება.

მსგავსი თემები