LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრი სახლის მოხუცი: ჯო ბაიდენის პირადი ცხოვრების საიდუმლო და ტრაგიკული ცხოვრება

645
კჯდფლსკჯ

ალბათ ყველა ვიაზრებთ იმას, რომ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან და თუნდაც მსოფლიოს ბედს წყვეტენ, პირადი და ოჯახური ცხოვრებაც აქვთ, რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს ისეთი ბედნიერი და ლაღი, როგორც წარმოგვიდგენია. აშშ-ში მნიშვნელოვანი პერიოდია. საზოგადოებამ არჩევანი გააკეთა. ბოლო მონაცემებით ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. სწორედ ბაიდენის ცხოვრებაზე მოგიყვებით, რომელიც საკმაოზე მეტად ტრაგიკულია.

 

ის 1942 წელს, პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში კათოლიკეების ოჯახში და­ი­ბა­და. რამდენიმე წლის განმავლობაში, ოჯახი ბაიდენის დედის მხრიდან ბებიასა და პაპასთან ცხოვრობდა, რადგან ფინანსური პრობლემები ჰქონდათ. 10 წლის იყო, რო­დე­საც მისი ოჯა­ხი დე­ლა­ვერ­ში გადავიდა სა­ცხოვ­რებ­ლად.

ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის დედა, ჟან ბა­ი­დე­ნი წარ­მო­შო­ბით ირ­ლან­დი­ე­ლი იყო. იგი 2010 წლის იან­ვარ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ხოლო, მა­მა ჯო­ზეფ ბა­ი­დენ უფ­როსი, სხვა­დას­ხვა ბიზ­ნე­სით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. ის 2002 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

 

1972 წლის 18 დე­კემ­ბერს ჯო ბა­ი­დენ­მა, ტე­ლე­ფო­ნით შეტყობინება მი­ი­ღო, რომ ავ­ტო­ა­ვა­რი­ის შე­დე­გად მისი მე­უღ­ლე ნე­ი­ლია და 13 თვის ქა­ლიშ­ვი­ლი ნა­ო­მი და­ი­ღუპ­ნენ. მათი ავტომობილი, სატვირთო მანქანას შეეჯახა. ისი­ნი სა­შო­ბაო ნაძ­ვის ხის სა­ყიდ­ლად მი­დი­ოდ­ნენ, რო­დე­საც ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. ავა­რი­ის დროს კი ავ­ტო­მო­ბილ­ში, 4 წლის ვაჟი – ბო და 3 წლის ჰან­ტე­რიც ის­ხდნენ. თუმ­ცა, ისი­ნი გა­დარ­ჩნენ. ამ ამბის შემდეგ, ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი მან სწო­რედ შვი­ლებს მი­უ­ძღვნა.

ბაიდენის ტრაგედია ამით არ დასრულებულა. 2015 წელს, 46 წლის ასაკში ტვინის ავთვისებიანი სიმსივნით ვიცე-პრეზიდენტის შვილი, ბო ბაიდენი გარდაიცვალა.

”ბო ყველა ჩვენგანში იცხოვრებს, განსაკუთრებით მისი მამაცი მეუღლის ჰალისა და ორი შვილის ნატალისა და ჰანტერის გულებში”, – თქვა გარდაცვლილის მამამ, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

რთული პერიოდის შემდეგ, ის ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. 1975 წელს, მასწავლებელს ტრეისი ჯეიკობსს შეხვდა. 1977 წლის ივნისში კი ნიუ-იორკში, გაეროს კაპელაში, კათოლიკური წესით იქორწინეს. 1981 წელს ქალიშვილი, ეშლი ბლეიზერი შეეძინათ.

რთული ცხოვრების მიუხედავად, ჯო ბაიდენი არ ჩერდება და ბრძოლას აგრძელებს. 2021 წლის 20 იანვარს, ინაუგურაციის დღეს ჯო ბაიდენი 78 წლის იქნება. შესაბამისად, იგი აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი გახდება.

75 წლის დონალდ ტრამპი კი ვითარებას არ ეგუება და სოციალურ ქსელში პერიოდულად თავის მოსაზრებებს აფიქსირებს. მან დებატების დროსაც ვერ დამალა საკუთარი პოზიცია: 47 თვეში მე უფრო მეტი გავაკეთე, ვიდრე შენ 47 წლის განმავლობაში”.

საინტერესოა, როგორი შეიძლება იყოს მისი პრეზიდენტობა? “სინათლის მეომარი” ან “თეთრი სახლის მოხუცი”. რამდენად შეძლებს ამერიკის უხუცესი პრეზიდენტი უპირატესად ახალგაზრდა ამერიკის საჭიროებების დაკმაყოფილებას?! საზოგადოებას ბევრი კითხვა აქვს. კითხვებზე პასუხს კი თავად ჯო გასცემს, მისი მმართველობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები