LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა კანდელაკის ფეშენებელური სახლები და მდიდრული ცხოვრება რუსეთში

1085
kandelakii

თინა კანდელაკის მდიდრულ ცხოვრებაზე ბევრი ითქვა და დაიწერა, თუმცა ბევრმა ალბათ არ იცის, რომ ამ ეტაპზე მის საკუთრებაში ორი სახლია. ერთი მდებარეობს კრილატის პრესტიჟულ რაიონში. ეს გახლავთ 400 კვადრატული მეტრის სახლი, სადაც სამშენებლოდ მხოლოდ ნატურალური მასალები გამოიყენეს. ამბობენ, რომ ეს სახლი თინამ პირველ ქმართან განქორწინების მერე შეიძინა და იქ ახალ ქმართან, დედასთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს.

“მოსკოვს საუკეთესო ზაფხული აქვს! არსად წასვლა არ მინდა” – თინა კანდელაკი

თინა ამბობს, რომ ორსართულიან სახლი საკუთარი დიზაინით მოაწყო და ძალიან კმაყოფილია. რაც ეხება მეორე სახლს, კანდელაკის თქმით, ესაა მისი ოცნების სახლი, რომელსაც დასასვენებლად იყენებს. ორსართულიანი ფეშენებელური ვილის მშენებლობას, რომელიც შელესტევოს რაიონში მდებარეობს, სამი წელი დასჭირდა. ესაა სახლი, სადაც კანდელაკი უდიდეს დროს ატარებს და როგორც თავად ამბობს, ძალიან უყვარს. კანდელაკის ანგარიშზე კიდევ ბევრი, უძრავი და მოძრავი ქონებაა, რომელიც ცხადია, რუსეთის რეესტრში აღრიცხული არ არის, კრემლის პროპაგანდისტის წოდების მიღების შემდეგ, თინა კანდელაკის ქონება ერთიორად გაიზარდა.

„როგორც პროპაგანდისტი, რუსეთს ყველგან ვასახელებ“ – თინა კანდელაკი

„მაიმუნის ყვავილი, ვირუსული ჰეპატიტი, ღმერთი ევროპას სჯის“ – თინა კანდელაკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები