LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა მახარაძე: „მიშა რომ არ ყოფილიყო, საყურეებით კი არა, კუბოკრული პერანგებით ვერ გაივლიდა უმეტესობა თბილისში…“

3965
makharadze-saakashvili

მსახიობი თინა მახარაძე სოციალურ ქსელში სტატუსს წერს და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის პერიოდში ის ბევრად მშვიდად ცხოვრობდა, ვიდრე შემდგომ და მანამდე. როგორც თინა წერს, რომ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, თბილისში ვერავინ გაივლიდა თავისუფლად ჩაცმული.

გთავაზობთ სტატუსს:

„ახლა, ზუსტად ვიცი, რისი გადატანაც მომიწევს მომდევნო წლები, მაგრამ რამდენიმე ნამდვილი ამბავი უნდა მოვყვე ჩემი ბავშვობიდან:

მეშვიდე კლასში რუსთავიდან გლდანში რომ გადავედით საცხოვრებლად და 173-ე სკოლაში მივედით პირველ გაკვეთილზე დასასწრებად მე და ჩემი და (ხევსურული ქუდები გვეხურა, დედაჩემის წყალობით, რატომღაც), პირველივე დღეს ვინმე გიორგი ქათამაძე მოვიდა სკოლის ეზოში და ყურში სანდომიანად ჩამჩურჩულა:

– “შენ კაი გოგო ხარ?”

– “კი” – ვუთხარი მე. 12 წლის ვარ.

– “ვინ გაგსინჯა?” – მკითხა პასუხად.

მე გამოუცდელი, მაგრამ როგორღაც ბუნებრივად შენძრეული ბავშვი ვიყავი და ეგრევე ავუღე ალღო, სადაც “მინამიოკებდა”. დავასმინე მამაჩემთან ეგრევე. მამაჩემი ადგა, სამსახურიდან ახალმოსულმა პერანგის ღილი ჩაიხსნა და – ოქეი, მამიკო, გამომყევითო – გვითხრა. გავედით გარეთ და რა უთხრა ეგრე კეთილად ამ ბავშვებს, არ ვიცი, არ მესმოდა, იმიტომ რომ უკან ვიდექი და მხოლოდ ხელის ჩამორთმევის და თავის ქნევის ჟესტებს ვუყურებდი, მაგრამ მეორე დღეს ეს ბავშვები გლდანის მესამე ა მიკროს უბანში ფეხზე წამოდგომით გვესალმებოდნენ მე და ჩემს დას და მამაჩემს – “გამარჯობა, პაატა ძიათი”.

მერე, ძაან მალევე, მამაჩემი მოკლეს სახლთან შვიდი ტყვიით. ჩაცხრილეს სადარბაზოსთან.

ერთი, რაც ნათლად მახსოვს, დაჭყლეტილი მრგვალი პური და დაჭტლეტილი “მარსის” და “მილქი ვეის” შოკოლადები იყო, რომლებიც მამაჩემს ჩვენთან მოჰქონდა და რომ ესროლეს, ზედ დაეცა და გასრისა.

რატომ მოკლეს, რისთვის, დღემდე აზრზე არ ვართ არავინ. იმ პერიოდში შუქი არ იყო ხოლმე არსად ქალაქში, პატრული არ არსებობდა და მკვლელი აორთქლდა. მამაჩემის გასვენება დაემთხვა მიშას მოსვლას.

იყო 2004 წლის 23 ნოემბერი, გიორგობა. ავლაბრის აღმართზე ეკიდა ახალი საქართველოს რაღაც ბანერები, მაგრად წვიმდა, მე ვიყავი 14 წლის და მივდიოდი პირველ გასვენებაზე დასაწრებად, რომელიც იყო მამაჩემის გასვენება – კაცის, ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა და ვისი მოურევლობისაც ყველაზე მეტად მწამდა. იმ წამებში ავლაბრის აღმართზე რომ ადიოდა რაღაც ჟიგული, რომელშიც ვისხედით მე და ჩემი და, მახსოვს, ერთ რაღაცას ვფიქრობდი : “რატო არ ენთო შუქი “პადიეზდებში”, იქნებ ვინმეს დაენახა მამაჩემის მკვლელი.

გავიდა იმის მერე აგერ 15 წელი, კიდე აზრზე არ ვართ, ვის შეიძლებოდა, მოეკლა მამაჩემი, რომელიც მართლა უმაგრესი, უკეთილშობილესი, უპატიოსნესი და უკაიტიპესი კაცი იყო. ხოდა 2004 წლის 23 ნოემბერი ჩემთვის დარჩა ეგეთ თარიღად – პირველ დასაფლავებას რომ დავესწარი ცხოვრებაში, მამაჩემისას, და მიშა რომ მოვიდა.

რა კავშირია ამ ორ მოვლენას შორის და – მერე სადარბაზოები განათდა და ნულოვანი ტოლერანტობა გამოცხადდა კრიმინალის მიმართ. მაგ დროს მაგრად დავიჯერე, რომ “გაქრა ბნელი და იშვა ნათელი”, აწი ეგრე “უპრაგონოდ” ქუჩაში ვეღარავის მოუკლავდნენ მამებს.

მერე გავიზარდე ძააააააააან უსაფრთხო თბილისში, სადაც აღარანაირი გიორგი ქათამაძეების აღარ მეშინოდა. დავდიოდი “დეკოლტეებით”, რაც იყო “wow” იმ პერიოდში და არ მეშინოდა, რომ ვინმე რამეს მომაძახებდა. თუ მომაძახებდა და ვიცოდი, უნდა ამეკრიფა 112 ( იმდროინდელი პატრულის ნომერი, არ ვიცი, ახლა რა არის) და ეგრევე “ჩემი პოლიცია” იდგა ფეხზე. და ეგრეც იყო მართლა.

მაგრამ იყო სხვა სირთულეები – ჩაკირული მენტალობა, რომლის წინაშეც უმამოდ დარჩენილმა დავიწყე კბილებით ბრძოლა. რატომ და იმიტომ, რომ მამა აღარ მყავდა და ორი რაღაც მქონდა დარჩენილი თავგდასარჩენად – ჩემი თავი და ჩემი ქვეყანა ჩვენი ახალი პრეზიდენტით, რომელიც ძაან სწორ დროს გამომიჩნდა “მხსნელად”.

ჰოდა, ჩაკირულ მენტალობაზე ერთ-ერთი ეპიზოდი მახსოვს – თეატრალურში, ჯგუფში ვთქვი, რომელიღაც შიდა დებატების დროს: “თუ ვინმე რამეს მეტყვის, არ მინდა. ჩემმა შეყვარებულმა გახსნას დანა, არსებობს პატრული და დავუძახებ პატრულს”. მაგაზე მომდგნენ იმ პერიოდში ჩემი მთაწმინდელი კაი ბიჭი ჯგუფელები (უზომოდ მიყვარხართ ყველა და მეღიმება ამ ყველაფრის გახსენებაზე, არ მიწყინოთ, ბავშვებო) და დამიწყეს “გაისნება”, რომ “ტარიელის და დავითის ქვეყანაში კაცმა უნდა იბრძოლოს და “მილიციასთან” ჩაშვება არის ბოზობა.”

მე, პატრულის და მინეტის მოქომაგე, დავრჩი “გოიმ რუსთაველ-გლდანელად“ შერაცხული და გარიყული თეატრალურის ელიტიდან.

მერე მოხდა ისე, რომ ჩემი სულ პირველი ბოიფრენდი დაესწრო ჩემს ბანკეტს, თუ რაღაც მსგავსს, რესტორან “იმერეთში” , სადაც ატყდა სრულიად ანაქრონისტული ჩხუბი და ჩემი ჯგუფელი ბიჭები, ლიმონათის ბოთლებით შეიარაღებულები, გმირულად დაესხნენ თავს მოწინააღმდეგე მაგიდის ბიჭებს. ჩემი იმჟამინდელი ბოიფრენდი არ წამოდგა მაგიდიდან ორთაბრძოლაში ჩასართველად, იჯდა და ნაღვლიანად იგრეხდა ულვაშს.

მაგ ღამის მერე ფრთიან ღადაობად იქცა ჩემს ჯგუფში ჩემზე ღადაობა:

ჯგუფელი – “თიკო, გიორგა ძიუდოზე კიდე დადის?”

მე – “არაა, არც დადიოდა, კაცო”

ჯგუფელი – “ აა, ისე იჩხუბა, მე მეგონა, დადიოდა.”

და კი, ვხითხითებდი, მაგრამ, უნდა ვაღიარო, ცოტა მიტყდებოდა, რომ ჩემი ბოიფრენდი ბოთლებიან ჩხუბში არ ჩაება “კაცურად” და ერჩივნა, მაგიდიდან აუდგომლად პატრულისთვის დაერეკა, “იმიტო რო იყო მიშისტი”.

btw, იგივე ბოიფრენდი პირველად თბილისში მოპედით რომ გააჩერა ახლადგამოჩეკილმა პატრულმა, – რა არის, რითი მოძრაობ შენ, ბიჭოო, – დატუქსეს.

ამან – ეს არის სკუტერიო.

– როგორ, კაცო, მტკვრით მოხვედიო? – ჰკითხეს.

მერე, როგორც ვიცი, მაგის უნივერსიტეტში დედამისიც დაიბარეს გიორგას “კაცისთვის შეუფერებლად” მოძრაობის გამო, ანუ – სკუტერით, “ბლანჟეთი” და “კლეჩატი საროჩკით.”

მაგ ბლანჟეზე რამდენიმეჯერ მღვდელებიც წაეპოტინნენ ასათიანის ქუჩაზე, სოლოლაკში, სადაც გიორგას პირველი, “პატარა სალვე” ჰქონდა, სულ პირველი ტურისტების და თბილისელი პროგრესული ტიპების ანუ “პიდარასტების” თავშეყრის ადგილი.

– ეს ბლანჟე რა არის, ქალი ხარო?!, – ასე უთხრეს. :დ არ ვღადაობ, მართლა ასე ეუბნებოდნენ, – “ბლანჟე რა, ქალი ხარო?”

ჰოდა, ეს ხდებოდა სულ რაღაც დეკადის და ცოოოტა მეტის წინ დაახლოებით.

ამიტომ, მოკლედ ვიტყვი, რასაც, სავარაუდოდ, ჩემი თანატოლების 99% არ იტყვის:

მიშა რომ არ ყოფილიყო, საყურეებით კი არა, კუბოკრული, ანუ “კლეჩატი” პერანგებით ვერ გაივლიდა უმეტესობა თბილისში. ეგრევე გალსტუკიან ინტელიგენტად ან საყურიან გეად შერაცხავდნენ და გაუხევდნენ თავ-პირს. სამწუხაროდ, მე გავიზარდე ასეთ თბილისში. ასეთი გამოცდილებებითა და ასეთი რწმენა-ცრურწმენებით.

მიშა და “მიშისტები” რო “გაფუჭდნენ”, ზუსტად ვიცი, ჩემზე მეტად არავის ეტკინა და ჩემზე მეტად არავის გაუჩნდა შინაგანი/გარეგანი პროტესტი, იმიტომ რომ მაგ დროს, დამცველი აღარავინ მეგულებოდა მაგ ქვეყანაში.

ჩემმა ბავშვობის მეგობრებმა იციან, რას ვაპროტესტებდი და როგორ ბავშვობიდან, ისიც იციან, რომ ნაცისტად ჩემი მოხსენიება არის ისეთივე სასაცილო, როგორიც, ვთქვათ, კალაძის პანდუსებზე განცხადებები ახლა, მაგრამ, მაგრამ!!!!

პარტია, რომელმაც თავისი მოღვაწეობის მეორე ნახევარში ჩაიდინა უპატიებელი, უპატიებელი!!! საშინელებების უზარმაზარი წყება, თუმცა, უბანძესად და უმარტივესად რომ ვთქვა: პარტიას, რომელიც ქვეყნის სათავეში მოსვლის წუთებიდან მუდმივად აწვებოდა “დასავლელობასა და ევროპელობას”, პარტიას, რომელმაც ჩაბნელებულ პადიეზდებიან, ჟიგულებიან და უტრაკო პროვინციიდან გვაქცია ქვეყნად, რომელმაც მოგვცა გატრაკების თვითშეგნება, პარტიამ, რომელმაც სულ სულ სულ პირველმა გამოიჩინა მთელ კავკასიის რეგიონში ერთი ადგილი პუტინის რუსეთთან საბრძოლველად,ვაიგივებთ პარტიასთან, რომელიც მოვიდა პუტინის ძალისხმევის შედეგად პუტინისთვის!! – არის სიჩლუნგე!

ახალი საქართველოს სათავეებში არანაირი უკვე ყოფილი პარტია არ მინდა არავითარ შემთხვევაში. ქოცნება ხო სულ მძაგს, როგორც მამაჩემემის მკვლელი და იმის იქით.

მე პირადადად, მე პირადააააააააად!!!!! მინდა, დაახლოებით, სალომე ბარკერისნაირი და შოთა დიღმელაშვილისნაირი თავდადებული გოგო-ბიჭები, ვისი გულწრფელობაც ვიცი მართლა ბავშვობიდან და ვისი თავდადებისაც მწამს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მე, როგორც პირველ რიგში, სიმართლის მოთაყვანე ადამიანს, მიმაჩნია სრულ სრულ სრულ უსამართლობად და დეგენერატიზმად, რომ ჩემი თაობა ნაცმოს და ქოცმოს შორის სვამს ტოლობის ნიშანს.

განსხვავება არის შემდეგი:

„ნაციონალური მოძრაობა“ იყო უმაგრესი თავისი საწყისი იდეოლოგიით და ეკუთვნის!!! ახალი საქართველოს საძირკვლის ჩამყრელის ისტორიული რეგალია, რომელიც თვითონვე გადაიმტვრიეს თავზე, ხოლო ქოცნება იყო არის და იქნება უსაშიშესი, უდამპლესი, უგამყიდველესი პარტია, რომელსაც პუტინის ერთი ადგილის ლოკვის გარდა სხვა მიზანი არც არასდროს გააჩნდა და არც გააჩნია. ამ პარტიაზე მომავალ დროში ლაპარაკს ვერ და არ დავიწყებ.

ამ ორ პარტიას შორის ვინც ტოლობის ნიშანს სვამთ, ხართ ან სულელები ხართ, ან ქვეყნის მტრები ან ფსევდო ინტელექტუალშტერები, ან iwannabebizina გური სულთანიშვილები, თავისი iwannabeღარიბაშვილა ბაჩოდოიშარიებით. period.

მაგინეთ ახლა, დარწმუნებულები იყავით, რომ მე უფრო ნატიფი ქართულ/ინგლისურით გაგინებთ. Salut“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g