LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თითოეულ მათგანს, სახელმწიფო ბიუჯეტში, 100 000 ლარი უნდა გადაეხადა“ – ბათუმში უკანონო ონლაინკაზინოები გამოავლინეს

125
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბათუმში უკანონო ონლაინკაზინოები გამოავლინა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აჭარაში უცხოეთის სამ მოქალაქეს პასუხისმგებლობა დააკისრეს, მათგან ერთი კი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, ქალაქ ბათუმში, სამ სხვადასხვა „ლოკაციაზე“, შენიღბულად მოწყობილი ჰქონდათ ონლაინ გათამაშების ობიექტები, საიდანაც შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ კაზინოების ვებგვერდებზე გადაიცემოდა ლოტოს გათამაშების პროცესი“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ობიექტების ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში, სანებართვო მოსაკრებლის სახით, თითოეულ მათგანს უნდა გადაეხადა 100 000 ლარი.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-იდან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

 

პოპულალურები