LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოპ 10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტ ლუდს მიირთმევენ

792
Capturel

ლუდი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია. ლუდს მიირთმევენ ყოველთვის და ყველა ქვეყანაში, დაწყებული დათოვლილი კანადიდან, დამთავრებული სეიშელის კუნძულებით, ნამიბიითა და ვენესუელით.

საინტერესოა, თუ რომელ ქვეყნებში მიირთმევენ ყველაზე მეტ ლუდს და რომელი ერია ამ სასმელზე მეტად დამოკიდებული.

ჩეხეთი – 148,6 ლიტრი ადამიანზე
გერმანია – 108 ლიტრი
ავსტრია – 107 ლიტრი
ესტონეთი – 104 ლიტრი
პოლონეთი – 100 ლიტრი
ირლანდია – 93 ლიტრი
რუმინეთი – 90 ლიტრი
ლიეტუვა – 89 ლიტრი
ხორვატია – 82 ლიტრი
ბელგია – 81 ლიტრი

სია ვერ იქნებოდა სრული ჩინეთის გარეშე. ქვეყანა ლუდის ყველაზე დიდი მწარმოებელია და მის საზღვრებში წელიწადში 54 მილიარდი ლიტრი ლუდი იხარშება.
თუმცა, მირთმეული ლუდის მაჩვენებლით, ქვეყანა ლიდერთა სიაში ვერ ხვდება, თითოეულ ჩინელზე წელიწადში მხოლოდ 40 ლ. ლუდი მოდის, რაც ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ბევრად ნაკლებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები