LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოპ-25 მსოფლიო ბრენდი, რომელიც რუსეთის ბაზრიდან გადის

558
CompaniesLeavingRussiaHeader-1

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, სულ უფრო მზარდია იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებმაც რუსეთის ბაზრიდან გასვლა გადაწყვიტეს. წარმოების დახურვა, ექსპორტის შეზღუდვა, ონლაინ გაყიდვების შეჩერება – ასეთია მსოფლიო ბრენდების გადაწყვეტილება. ამ გზით ისინი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიას გმობენ.

Apple ერთ-ერთია, რომელიც რუსული ბაზრიდან სრულად გადის. როგორც ამბობენ, ქვეყნის მასშტაბით, ახლა ბოლო iPhone-ს მოიხმარენ. სანქციებს შეუერთდა ასევე ამერიკული კომპანია Amazon-იც, რომელმაც რუსულ ბაზარზე საცალო ვაჭრობის შეჩერება გადაწყვიტა. რუსული ბაზრიდან გავიდა – Chevrolet, Audi და სხვა მსხვილი ავტომწარმოებლებიც.

Top 25 უმსხვილესი კომპანიის ჩამონათვალი კი, რომელმაც რუსეთიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ასეთია: Apple, Amazon, BMW, Chevrolet, Audi, Boeing, Cadillac, Ericsson, Adidas, Danone, Dell, DHL, FedEx, General Motors, Harley Davidson, Jaguar, Lenovo, Mercedes, Nike, Nestle, Porsche, Renault, Volvo, Wolkswagen, Pornhub. ცნობისთვის, მსოფლიო ბრენდების ჩამონათვალი, რომელთაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს, კიდევ უფრო ვრცელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g