LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოპ 8 ქვეყანა, სადაც ყველაზე ლამაზი მამაკაცები ცხოვრობენ

4051
BeFunky-collage

ადამიანები ხშირად ცდილობენ სილამაზის პოვნას როგორც გარშემომყოფებში, ისე საკუთარ თავში. ყველა ადამიანი ლამაზი და უნიკალურია. გარეგნული მონაცემებით ზოგი მეტად არის დაჯილდოვებული, ზოგი ნაკლებად. გაჩვენებთ 8 ქვეყანას, სადაც ყველაზე სიმპათური და მიმზიდველი მამაკაცები ცხოვრობენ.

 

იტალია

რეიტინგში პირველი ადგილი იტალიას უკავია. იტალიელების მიმზიდველობა და სილამაზე ყოველთვის იზიდავდა ქალებს. იტალიელი მამაკაცები ხშირად პრიალა ჟურნალებიდან გადმოსულებს გვანან.

ბრაზილია

სექსუალური, ქარიზმატული, მომხიბვლელი – aსეთები არიან ბრაზილიელი მამაკაცები, რომლებიც რეიტინგში მეორე ადგილს იკავებენ. მათ უმეტესობას ღრმა და ნუშის ფორმის თვალები აქვთ.

ანგოლა

ამ ქვეყანაში ათასობით სიმპათიურ მამაკაცს ნახავთ. თუ ჯერ კიდევ არ გყავთ ქმარი, ანგოლაში შერჩევა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. მომხიბვლელი გარეგნობა სხვადასსხვა ხალხის – აფრიკელებისა და პორტუგალიელების, გავლენის შედეგია.

საფრანგეთი

საფრანგეთი ის ქვეყანაა, სადაც ძალიან ბევრი, მოდურად ჩაცმული და მოვლილი მამაკაცის ნახვაა შესაძლებელი. ფრანგი მამაკაცი ხშირად იდუმალი და მომთხოვნია.

გერმანია

კეთილშობილური გარეგნობა და სახასიათო თვისებები ყოველთვის გამოარჩევდა გერმანელ კაცებს სხვა ეროვნების მამაკაცებისგან. გერმანელი კაცები გამორჩეულად ზრუნავენ გარეგნობაზე.

ავსტრალია

ავსტრალიელ მამაკაცებს მიმზიდველი გარეგნობა, ფოტოგენური სახეები და ლამაზი აღნაგობა აქვთ.

დიდი ბრიტანეთი

ბრიტანელი მამაკაცები გამორჩეულად ქარიზმატულები და მიმზიდველები არიან. ისინი ყოველთვის ელეგანტურად და მოდურად იცვამენ. ლამაზი ღიმილი და მამაკაცური მანერები ქალების უმრავლესობას გულგრილს ვერ ტოვებს.

ესპანეთი

ესპანეთი არა მხოლოდ თავისი საფეხბურთო გუნდებით, არამედ სიმპატიური მამაკაცებითაც არის ცნობილი.  მომხიბვლელი ღიმილი და ლამაზი ფიგურა მათ სხვა მამაკაცებისგან გამოარჩევს. ესპანელ მამაკაცებს ქალის ყურადღება არასდროს აკლიათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები