LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტორპედო საქართველოს თასის მფლობელია

131

22 ნოემბერს, ზესტაფონის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გაიმართა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს მარტვილის „მერანი“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ.

დაძაბულ ბრძოლაში ქუთაისის „ტორპედომ“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებულის ტიტული 15-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა.

ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა: შოთა ბაბუნაშვილის ჩაწოდებული ბურთი თავური დარტყმით მეტოქის კარში გიორგი გურულმა გადაგზავნა. გატანილი გოლის შემდეგ იმერლებმა კიდევ უფრო აქტიურად შეუტიეს და 36-ე წუთზე ბექა ტუღუშმა ულამაზესი საჯარიმო დარტყმით საკუთარი გუნდის უპირატესობა სოლიდური გახადა. პირველი ნახევრის დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმი განსხვავებულად წარიმართა. მარტვილის „მერანმა“ პირველი წუთებიდან აქტიურად შეუტია მეტოქეს და 53-ე წუთზე ანგარიშის შემცირებაც შეძლო. სტანდარტული მდგომარეობიდან ზუსტი დარტყმა ნიკოლოზ საბანაძემ შეასრულა. გატანილი გოლიდან რამდენიმე წუთში წონასწორობის აღდგენის რეალური შანსი აკაკი შულაიას ჰქონდა, მაგრამ მარტვილელთა ნახევარმცველს როინ კვასხვაძემ აჯობა. დარჩენილ დროში ქუთაისელები გააქტიურდნენ და მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებიათ.

მერანი – ტორპედო 1:2

ზესტაფონი, „დავით აბაშიძე“

მერანი: კუპატაძე, ორბელაძე, ციმაკურიძე, ტეიდი, ჯიქია (46’ ქანთარია), საბანძე, შულაია, წყაროზია (61’ გეგია), მელიავა (90’ წოწონავა), გიორგაძე, ჩალაძე

მთ. მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, ფალავანდიშვილი, მამასახლისი, ბაბუნაშვილი (61’ საღრიშვილი), კაპანაძე (79’ ნერგაძე), დოლიძე (86’ ბენაშვილი), ქიმაძე, გურული, ტუღუში
გაფრთხილება: 20’ ტეიდი (მერანი), 32’ ტუღუში (ტორპედო), 40’ წყაროზია (მერანი)

გოლები: 0:1 გურული (16), 0:2 ტუღუში (36), 1:2 საბანაძე (53)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g