LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენ გააცოცხლეთ თავის დროზე ლადო კახაძე, მეორე ცხოვრება აჩუქეთ – კახაძე ჟურნალისტებს

155
73a39914b888fcbd28b389fd7581ff93

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ლადო კახაძე მადლობას უხდის ყველას, ვინც მის გამარჯვებაში წვლილი შეიტანა.

კახაძემ მადლობა გადაუხადა მათაც, ვინც ხმა არ მისცა, თუმცა მის მიმართ ნდობა აქვთ. 

კალაძე: ხმების 75% დათვლილია

ხმების 62,5% ლადო კახაძემ, 37,5% კი შალვა შავგულიძემ მიიღო.

„დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს გამარჯვება მოიტანა. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანსაც, ვისაც ჩემთვის ხმა არ მოუცია პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ გულის სიღრმეში არის გარკვეული ნდობა ჩემს მიმართ და ალბათ ცხოვრება მოიტანს ამ ნდობის უფრო მეტად გაღვივებას. დიდი მადლობა განსაკუთრებით თქვენ, ჟურნალისტებო. მე თქვენ ექიმებს გეძახით საერთოდ. შინაგანი სამყაროს გარეთ გამოტანა შეგიძლიათ მიუკერძოებლად. თქვენ გააცოცხლეთ თავის დროზე ლადო კახაძე, მეორე ცხოვრება აჩუქეთ და შემოიყვანეთ პოლიტიკურ ველზე, ამიტომ ჩემთან ერთად აწი თქვენც აიღებთ პასუხისმგებლობას ჩემს ცხოვრებაზე და სრულიად საქართველოს ყველა ბინადარს თავისი აფხაზეთით, თავისი სამაჩაბლოთი, იმ ქართველებს, ვინც ჩვენი მიწის გარეთ ცხოვრობენ, ყველას დიდ მადლობას ვეუბნები, რომ ჩვენ ვარსებობთ, როგორც ასეთი, ქართული ფენომენი, რომელიც იცოცხლებს და მომავალს შეხედავს თქვენი თვალებით. ეს არის გამარჯვებული საქართველო“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

შეგახსენებთ, დღეს შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, შალვა შავგულიძეს ლადო კახაძემ დამაჯერებლად მოუგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები