LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,თქვენ ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით” – კუბილიუსი “ქართულ ოცნებას” მიმართავს

153
andrius-kubilius-82863437

“ჩვენ გზავნილი გვაქვს საქართველოს მთავრობისთვის, „ქართული ოცნებისთვის“ – ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ ამ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით , – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

მისი თქმით, თუკი “ქართული ოცნება” გააგრძელებს იგივე დამოკიდებულებას სააკაშვილის მდგომარეობის მიმართ, აშკარა იქნება, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს რეკომენდაციებს, რაც გავლენას იქონიებს საქართველოს ევროპულ სტატუსზე.

„ამ რეზოლუციაში ძალიან მკაფიოდ არის გამოხატული ევროპარლამენტის პოზიცია. ეს არ არის ცალკეული წევრების რეზოლუცია. ამაზე შეთანხმებულია ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და ევროპული პარლამენტის უდიდესი უმრავლესობა.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი პოლიტიკური პატიმრის ყოლა, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, არის ტესტი საქართველოს მთავრობისთვის, რა მოხდება მასთან მიმართებაში.

ეს არის ძალიან მკაფიო ენა ევროპარლამენტის და თუ არიან მონდომებულები, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის სტატუსი, მაშინ ჩვენ მოსაზრებას უნდა მოუსმინონ და მიიღონ ზომები ამის შესაცვლელად. ჩვენ ვიცით, რომ აქ ლაპარაკი არის კანონის უზენაესობაზე, ვიცით, რომ ვთქვათ, უნგრეთში ძალიან მწვავედ დგას ადამიანის უფლებების საკითხი, ევროპული ფასეულობების საკითხი, რის გამოც უნგრეთი ვერ მიიღებს ევროკავშირისგან იმ დიდ ფინანსურ დახმარებას, რაზეც მას ჰქონდა პრეტენზია, იგივე ეხება საქართველოს – აქ ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ ამ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით” , – განაცხადა კუბილიუსმა “მთავარი არხის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g