თქვეს, რომ რუსულ კანონს იღებენ. ამან რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა. ამას დაემატა ის განცხადებები, რომელიც შესაძლოა განვიხილოთ, როგორც ერთგვარი წამახალისებელი განცხადებები, ჩვენი უცხოელი პარტნიორების, კოლეგების, ელჩების მხრიდან, რამაც დააბნია საზოგადოების გარკვეული ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აქ ძალიან კოორდინირებული ქმედება და საქმიანობა გამოჩნდა.
„რაც შეეხება პროცესს, როგორც წარიმართა, ჩვენ ორ ვარიანტს ვუყარეთ კენჭი. ჩვენ ორ ვარიანტს ვუყარეთ კენჭი, ორ ვერსიას, ანუ ერთი ამერიკული მოდელი ავიღეთ, თარგმნილი იყო და გადმოვიტანეთ და ვთქვით, რომ ზუსტად იდენტური ამერიკული მოდელი გვინდა, რომ მივიღოთ.
მეორე იყო ქართული ვერსია, რომელსაც თავიდანვე კარგად გააზრებული იყო ეს ყველაფერი, დაარქვეს რუსული კანონი. იცით, თუ როგორი მგრძნობიარეები ვართ ჩვენ ყველანი, ქართველები, მიმდინარე რუსული ოკუპაციის ფონზე ასეთი საკითხების მიმართ. და თქვეს, რომ რუსულ კანონს იღებენ. ამან რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა.
ამას დაემატა ის განცხადებები, რომელიც შესაძლოა განვიხილოთ, როგორც ერთგვარი წამახალისებელი განცხადებები, ჩვენი უცხოელი პარტნიორების, კოლეგების, ელჩების მხრიდან, რამაც დააბნია საზოგადოების გარკვეული ნაწილი. აქ ძალიან კოორდინირებული ქმედება და საქმიანობა გამოჩნდა”, – განაცხადა პრემიერმა.