LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ ადრე ე.წ. “ზურგჩანთიანი” ტურისტები გვსტუმრობდნენ, წელს საკმაოდ მხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადები გვყავდა” – როგორი წელი იყო 2022 სარესტორნო ბიზნესისთვის

165
რესტორნები

“პანდემიის შემდეგ საგრძნობლად გამოსწორდა მდგომარეობა სარესტორნო სფეროში. ზოგადად, წელი შეიძლება დადებითად შეფასდეს, როგორც პანდემიის პერიოდთან, ასევე 2019 წელთან შედარებით”, – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ “ფორტუნასთან” საუბრისას განაცხადა.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, მიმართვიანობის გაზრდის მთავარი მიზეზი არის ძალიან მონატრებული სერვისის მიღება ადგილობრივი მომხმარებლისგან და ასევე, ტურისტული ნაკადებისგან.

“საქართველოში პირდაპირი რეისების ამუშავების შედეგად, მრავლად გვყავდა სტუმარი არა მხოლოდ ტრადიციული ქვეყნებიდან, არამედ დამატებით სხვადასხვა ქვეყნიდან, არაბული, აზიური ქვეყნებიდან. ასევე, დამატებით იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.

ამას დაემატა მიგრანტების პირველი ნაკადი რუსეთიდან, ასევე, მცირედი ნაკადი იყო უკრაინიდან და ბელორუსიიდან. ამან ერთობლიობაში დადებითი როლი ითამაშა ბიზნესზე მოკლევადიან პერსპექტივაში. გრძელვადიან პერსპექტივაში მომავლის საქმეა, მაგრამ რეალურად შეგვიძლია ოპტიმისტურად შევხედოთ საკითხს და ტურისტული მიმართულების განვითარებასთან ერთად, მოლოდინიც შეიძლება დადებითი გვქონდეს”, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი “ფორტუნასთან” საუბარში ამბობს, რომ წინა წლებთან შედარებით, საქართველოს მხარჯველუნარიანი ტურისტები სტუმრობდნენ, რას ძვირადღირებული რესტორნების დატვირთვითაც თვალსაჩინო იყო.

“არაბული ქვეყნებიდან, ასევე ისრაელიდან გვყავდა დიდი ნაკადი, აზიური ქვეყნებიდან ახალი მიმართულებაა ტაილანდი, საიდანაც დაინტერესება იყო საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების მიმართ. დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, საიდანაც ადრე არ იყო დიდი ინტერესი, ახლა ინტერესი გაძლიერდა გერმანიიდან, ავსტრიიდან. თუ ჩვენ ადრე ე.წ. ზურგჩანთიანი ტურისტები გვსტუმრობდნენ, წელს შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ მხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადები გვყავდა. ეს აისახებოდა ციფრებში, წინა წლებთან შედარებით.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები