LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ ამას ოპოზიცია ჩააგდებს, მოგვიწევს არჩევნების ჩატარება ძველი საარჩევნო სისტემით” – კახი კალაძე

123
DOSpWtAXcAUaZta

მმართველი პარტიის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” მზად არის განახორციელოს საკონსტიტუციო ცვლილებები. კახი კალაძის განმარტებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩავარდნა ოპოზიციის პასუხისმგებლობა გახდება. ასეთ შემთხვევაში, ქვეყანაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ ძველი მოდელით ჩატარდება.

“თუ ამას ოპოზიცია ჩააგდებს, ეს, რა თქმა უნდა, იქნება მათი პასუხისმგებლობა და მოგვიწევს არჩევნების ჩატარება იმ საარჩევნო სისტემით, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ტარდებოდა ქვეყანაში”, – განაცხადა კახი კალაძემ.

კალაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან ე.წ. პოლიტპატიმრების თემით სპეკულირება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. მისი თქმით, საქართველოში გვყავს დამნაშავე პირები და არა პოლიტპატიმრები. კალაძე განმარტავს, რომ 8 მარტის შეხვედრაზე, სადაც ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეთანხმება დადო, ზოგადაგ იყო საუბარი რამდენიმე ადამიანის გათავისუფლებაზე, თუმცა მისივე თქმით, ოპონენტებმა ამაზე უარი მიიღეს.

“არანაირი პოლიტპატიმრები არ არსებობენ საქართველოში, გვყავს პირები, ვისაც კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი. შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორი შინაარსის განცხადება გაკეთდა აშშ-ს საელჩოს მხრიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და დღეს ამაზე არჩილ თალაკვაძემაც ისაუბრა, რომ ზოგადი საუბარი იყო, თუმცა მათ მაშინვე მკაფიოდ მიიღეს შესაბამისი პასუხი, მიიღეს უარი, რადგან შეუძლებელი იქნებოდა ამის გაკეთება”, – განაცხადა კახი კალაძემ.

“მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულების გათავისუფლების პირობა არ დაგვიდვია”: არჩილ თალაკვაძე ელჩებს ამის დადასტურებას სთხოვს

შეგახსენებთ, რომ დღეს პარტია “ქართული ოცნების” ოფისში  8 მარტის შეთანხმების საკითხზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მთავრობასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა საფრთხის ქვეშ დადგეს, ოპონენტების უპასუხისმგებლობის გამო. პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ოპოზიცია პატიმრების საკითხით სპეკულირებას განაგრძობს. მმართველ გუნდს კი არსად და არავისთან ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირობა არ დაუდია. პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომლებიც აღნიშნული შეხვედრის თანამონაწილეები არიან, სთხოვა ხელმოწერით დაადასტურონ, რომ პატიმრების გათავისუფლებაზე მმართველ გუნდს ვალდებულება არ აუღია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g