„მარტის თვიდან მოყოლებული, პერმანენტულად მცირდება და ჩერდება სარეკლამო განთავსების ხელშეკრულებები როგორც მსხვილ დამკვეთებთან, ასევე საშუალო და მცირე ბიზნესებთან. თუ ასე გაგრძელდა, გაკოტრება გარდაუვალია.“ – განაცხადა „ფორტუნას“ ეთერში მედია ჰოლდინგ „ჰერეთის“ დირექტომა რამაზ სამხარაძემ და დასძინა, რომ ჰოლდინგის შემადგენლობაში შემავალ რადიოსადგურებში „თბილისი“, „ჰერეთი“ და „ცირტუსი“ შემოსავლების 70 %-იანი ვარდნის პირობებში რადიკალური ზომების მიღება – თანამშრომელთა გათავისუფლება და საეთერო ბადის სრულად გადაწყობა მოუწიათ.
„დამერწმუნეთ, რადიო, საქართველოს მოსახლეობისთვის რეგიონებში არის შეუცვლელი და ყველაზე ოპერატიული მედიასაშუალება, მით უფრო პანდემიის პირობებში და დღეს, როცა თავმომწონედ, საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ პრაქტიკულად მარტამდე ისევ არ გაიხსნება ქვეყანა, რაც მოქმედებს ბიზნესზე, ასევე პირდაპირ მოქმედებს მედიასაშუალებებზე, კომერციულ შემოსავლებზე.
რადიოსექტორში ფინანსური ვარდნა 33-დან 93%-მდე მერყეობს: მაია მაზანაშვილი
მისი სიტყვებით: „სახელმწიფოს ხელშია ტელე-რადიო ცენტრი, რომლის მეშვეობითაც მაუწყებლობენ რადიოსადგურები, შესაბამისად, ხელისუფლებას შეუძლია, მინიმუმ, მისი სუბსიდირება მოახდინოს, ისევე როგორც ეს მოხდა მრავალ ქვეყანაში. საქართველოს მთავრობის ხელშია ეს ბერკეტი, თუმცა ჩვენი არაერთი მიმართვისა და ჩემი, პირადი არაერთი წერილისა, არავინ აღმოჩნდა ხელისუფლებიდან, ვინც დაინტერესდებოდა ამ საკითხით.
ჩვენ ერთადერთ რამეს ვითხოვთ, რომ მოგვეცეს მუშაობის საშუალება“ – განაცხადა გადაცემაში „დღის თემა“ რამაზ სამხარაძემ.
შეგახსენებთ, რადიოსექტორი საქართველოს მთავრობას ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს და ხელისუფლებასთან შეხვედრას მე-10 თვეა ითხოვს.
ხელისუფლებასთან დიალოგს მე-10 თვეა ვითხოვთ: მაკა ჯახუა რადიო “მწვანე ტალღა”-ს დირექტორი