LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ ჩვენი მიღება არ გინდათ, გვითხარით, თუ არადა, კანდიდატობა რამეა? დაყვედრებული არაფერი მინდა“ – მეუფე იაკობი

124
Untitled design

„მიგვიღებენ, მიგვიღებენ და თუ არ გვიღებენ, რევოლუცია ხომ არ უნდა მოვაწყოთ? რატომ არ გვიღებენ, მითხარით, რა“ – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა დღეს, 1 ივნისს ქადაგების დროს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე საუბრის დროს განაცხადა.

მეუფე იაკობი: ნუთუ შეიძლება ჩვენთან ასე ლაპარაკი, რომ რაღაც დავთმოთ? – უნდა გაითვალისწინონ, რომ არ უნდა შეეხონ ჩვენს რწმენას

„გარედან, ახლა, ვიღაცა რომ არის ევროპარლამენტარი, ჩვენზე ძალიან უყვარს საქართველო? შენ მიხედე შენს საქმეს რა და თუ არ გინდათ ჩვენი მიღება, გვითხარით, თუ არადა, კანდიდატობა რამეა? სიმბოლოა, მაგრამ საქართველოში ლამის ორჯერ რევოლუცია მოაწყვეს, პირიქით, ხალხის პოლარიზაციას აკეთებენ – „აი, არ მიღებენ“. მიმიღე და ერთმანეთს ხომ ვეღარ ეტყვიან: „რუსი ხარ, რუსი ხარ“.

რას მატყუებ, რა? შენზე მეტი ჭკუაც მაქვს და შენზე მეტიც გვინახავს ჩვენს ერს. სამი ათასი წლის ერი ვართ, რა, ვიღაცა კი არ ვარ. ყველა იმპერიამ ჩვენზე გადაიარა, მაგრამ ისევ ღმერთით, ამაყები ვართ, წელში გამართულები ვართ.

სიმართლეს გეტყვით, მე ძალიან ბევრი რამ მომწონს დასავლეთში. არის რაღაცები – არც მივიღებ და ვერც მიმაღებინებენ. ღვთის საწინააღმდეგო რაც არ არის, იმას ყველაფერს მივიღებ, მაგრამ ღვთის საწინააღმდეგო რაც არის, ვისგანაც უნდა მოდიოდეს, არა. რაც უნდა დიდი ადამიანი იყოს, ყველა კვდება, ხომ? და იქ მერე ღმერთმა უნდა განსაჯოს – ვინ იცხოვროს ვინ არა..

იცოდნენ, ძალიან მკაცრები ვიქნებით ყველას მიმართ! მიგვიღებენ, მიგვიღებენ და თუ არ გვიღებენ, რევოლუცია ხომ არ უნდა მოვაწყოთ? რატომ არ გვიღებენ მითხარით, რა? რატომ არ უნდა მიგვიღონ? მე ხომ არ ვაბრალებ „ამას მიკეთებ, იმას მიკეთებ“. რატომ არ მიღებ, რა? მე საერთოდ არ მინდა დაყვედრებული არაფერი. ჩვენ გავხდეთ ძლიერები. ნუ ვჭამთ ერთმანეთს. ჩვენ გავხდეთ ისეთი ძლიერები, აქეთ შეგვეხვეწონ მერე. ცოტა გადავხედოთ ჩვენს თავს, ცოტა სხვანაირები გავხდეთ და უცხოელებსაც ყველამ მოვთხოვოთ, რომ ვინც ვართ, ისე მოგვექცნენ და არა ისე, ვიღაცა ჭორიკნები რომ დარბიან, პოლიტიკოსები რომ ჰქვიათ და იმათ ჭკუაზე რომ დადიან,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები