LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ დედა ჩამქრალია, გამოფიტული, სჯობს ბავშვი ძიძამ გაზარდოს…არც ერთ ქალს არ ვაკნინებ ამით” – ფსიქოლოგი ნინო ბუაძე

188
BeFunky-collage (9)

„მიჯაჭვულობის დარღვევა” – ამ თემასთან დაკავშირებით აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღის დირექტორი და ფსიქოლოგი ნინო ბუაძე საუბრობს. ის ხაზს უსვამს, რომ ბავშვის აღზრდაში დედის როლი უალტერნატივოა, თუმცა აქვე აღნიშნავს, თუ რა დროს ჯობია ამ პროცესში ძიძა ჩაერთოს.

“პირველი ექვსი კვირის განმავლობასი უმჯობესია და დომინატია დედა, მაგრამ ექვსი კვირიდან დაახლოებით 18 კვირამდე არის ყველაზე ძლიერი ფაზა, როდესაც ხდება ამ მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება.

კვებაზე უფრო ღერძულია ტაქტიური შეგრძნება – ვის ვეხუტები, სითბოს შეგრძნება, განცდა, რომ მე მნიშვნელოვანი ვარ.

ამ პროცესში მნიშვენლოვანია დედა იყოს ანთებული. ბავშვის აღზრდაში მისი როლი უალტერნატივოა, მისი ჩამნაცვლებელი არ არსებობს, მაგრამ ყველა ქალი არ არის ემოციურად ანთებული შვილის აღზრდის პროცესით. ყველა ქალი აღზრდით და დედობით ვერ იღებს სიამოვნებას, მაგალითად არიან დედები, რომლებსაც ბედნიერებას ანიჭებთ ბუნებრივი კვების პროცესი, ვიღაცისთვის კი ეს შესაძლოა იყოს ტანჯვა და დეპრესიის გამომწვევი.

თუ დედა არის ჩამქრალი, აღარაფერი აღარ უხარია, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სამსახური და ახლა არჩევანის წინაშე დადგა, შვილის გამო იძულებულია, რომ სახლში იყოს, არის გამოფიტული, მაშინ, რასაკვირველია, სჯობს, ბავშვის აღმზრდელი იყოს ძიძა, რომელიც ამ დროს შესაძლოა, უფრო დადებითი ემოციებით, უფრო შემოქმედებითად და ხალისით მიუდგეს ამ პროცესს.

არც ერთ ქალს არ ვაკნინებ ამით. ლოგიკურია, რომ ქალი უნდა იყოს პროგრესული, განვითარებაზე ორიენტირებული, უბრალოდ ეს ვიღაცაში ეს არის მეტი დოზით, ვიღაცაში ნაკლებად. დედობა ერთადერთი როლი არ არის, შესაძლოა, ქალთა ერთი კატეგორია ამ როლში ბედნიერია, მეორე ნაწილი – არა.

როდესაც დედა მუშაობს, აკეთებს საქმეს, რომელიც მას უყვარს და სიამოვნებას ანიჭებს, როდესაც ის თავის თავს რეალიზებულად მიიჩნევს, უფრო მეტად დადებითი ემოცებით დამუხტული ბრუნდება თავის შვილთან, ვიდრე სახლში ჯდომის დროს, როდესაც, პირდაპირ თუ ირიბად, აგრესია

გადადის ბავშვზე, რომ „აი, მე შენს გამო ვზივარ სახლში, საკუთარი საქმის გარეშე“. რა თქმა უნდა, ამ დროს, ჯობია, ძიძის დახმარება გამოიყენოს,” – აცხადებს ფსიქოლოგი ნინო ბუაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g