„ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელმა ზურა მახარაძემ, პოლიციის სამმართველო დატოვა.
“რა კითხვებიც ჰქონდა გამოძიებას, ყველაფერზე ვუპასუხე, დეტალებში არ შევდივარ, მეტი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ”, – განაცხადა მან.
მახარაძემ არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რა ამოიღეს მისი სახლიდან ჩხრეკის დროს.
მისი მტკიცებით, თუ გამოძიებაზე “ამერიკისგან და ევროპისგან იქნება ზეწოლა”, დააკავებენ.
პოლიციის სამმართველო უკვე დატოვა ძალადობრივი ჯგუფების კიდევ ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმაც.
გამოკითხვაზე რჩებიან მათი სხვა ლიდერები.
ამავვე თემაზე:
„ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს
გურამ ფალავანდიშვილისა და “ალტ-ინფოს” დამფუძნებლების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს