LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ მათ არ დაგვიბრუნეს, ღმერთი მაინც დაგვიბრუნებს – როგორ წარმოუდგენიათ სინოდის წევრებს გარეჯის საკითხის მოგვარება

132
BeFunky-collage (2)

დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით საპატრიარქოს გადაწყვეტილება არ შეუცვლია. ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა „ფორტუნას“ გადაცემა „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან  ერთად ისაუბრა.

„დავით გარეჯის ტერიტორიების გასხვისება დაიწყო მას შემდეგ, რაც საბჭოთა ესპანსია დაიწყო, ანუ როდესაც ჩვენი ქვეყნის ანექსია მოხდა. დღეს მოვისმინეთ არაჩვეულებრივი მოხსენება, მეუფე დავითის,  აბბა ალავერდელი მიტროპოლიტ მოხსენება, რომელიც დიდხანს ცხოვრობდა გარეჯში და მონასტრის ამოქმედება მის სახელთან არის დაკავშირებული. ის კარგად იცნობს ამ საკითხს და ტერიტორიებს. მისი მოხსენება ნაწილობრივ მაინც თუ მთლიანად არა, განჩინებაში იქნება. იქ არაჩვეულებრივად არის ჩამოყალიბებული როდის რა ტერიტორიების გასხვიება მოხდა. გასხვისება რა, პრინციპში წაგვართვეს.  საუბარია პირველ რიგში ბერთუბანზე.

დავით გარეჯი საქართველოა! ისტორიაში „გაჭედილი“ სამართლის ქრონოლოგია

"ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს საზღვარი სად გადის და სად გამოდის." "არსებობს გამოსავლის 4 გზა"

ბოლო პერიოდში იქ განვითარებული მოვლენები, რომ ბერებს არ შეუძლიათ გადაადგილება, სრულიად წარმოუდგენელია. ჩვენი განჩინებაც სწორედ ამას ეხება, რომ არ შეცვლილა ჩვენი პოზიცია და არც არასდროს შეიცვლება. გარეჯი არის საქართველო და ეს ტერიტორია აუცილებლად  უნდა იყოს ქართველების ხელში და ამისთვის ყვლაფერი უნდა გააკეთოს ძირითადად მოქმედმა ხელისუფლებამ“. -განმარტავს მიტროპოლიტი.

კითხვაზე, როგორ წარმოუდგენიათ სინოდის წევრებს საკითხის მოგვარება, მიტროპოლიტი ასე პასუხობს:

„რაც ეს პრობლემა დაიწყო, საუბარია იმაზე, რომ მოხდეს გაცვლა ტერიტორიების და რუკების მიხედვით, რაც ახლა აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, ამის სანაცვლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილი დავთმოთ. თუ არ ვცდები, იქ შორიახლოს ბორცვია. ალბათ, ესაა გამოსავალი. უნდა ვეცადოთ, რომ მეგობრული და ძმური დამოკიდებულება გამოვიყენოთ და თუ მათი კეთილი ნება იქნება, დაგვიბრუნონ ეს ტერიტორია. და თუ მათ არ დაგვიბრუნეს, ღმერთი მაინც დაგვიბრუნებს ადრე თუ გვიან“. – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g