LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ ქართველს ეტყვი, რომ ხინკალი მათი ტრადიციული კერძი არ არის, შეიძლება მოგკლან კიდეც” -BBC

741
xinkali

ცნობილი ბრიტანული გამოცემა BBC ქართულ კერძებს და კონკრეტულად ხინკალს სტატიას უძღვნის.

“ზაფხული თბილისში ძალიან ცხელია. საღამომდე თუ საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში სეირნობა მოგინდათ, შეიძლება ეს სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ”, – ასე იწყებს სტატიას ჟურნალისტი მეთიუ რონსფორდი.

ის წერს, რომ ივნისში, შუადღეს თუ გამოხვალთ გარეთ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ნახავთ ლანჩთაიმზე გამოსულ ოჯახებს, რომლებიც სხედან რესტორნაში და მოხარშულ ცომის ბურთულებს მიირთმევენ, რომლებსაც ხინკალი ჰქვია.

თითოეული ჩოგბურთის ბურთს ჰგავს და მასში ხორცი და სუნელებია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოდ ითვლება, გაყინული ლუდი ზაფხულში საუკეთესო კომპანიონია.

ტურისტების დიდი ნაწილი თავის სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს განსაკუთრებულ სამზარეულოზე საუბრობს. 

ბრიტანელი ჟურნალისტი სტატიაში სოფია მელნიკოვას დუქანზე საუბრობს და მის შეფმზარეულ ლენა ეზიაშვილზე ჰყვება, რომელიც გამოცემის ცნობით, ყველაზე ცნობილ კერძს – ხინკალს თუშური რეცეპტით ამზადებს. 

“ბი ბი სი” წერს, რომ საქართველოს ერთ-ერთი ცნობილი შეფი თეკუნა გაჩეჩილაძე განსაკუთრებულ ხინკლის წვენს ამზადებს. “მისი წვენი ბესტსელერი გახდა”, – ამბობს ჟურნალისტი.

“თუ ქართველს ეტყვი, რომ ხინკალი მათი ტრადიციული კერძი არ არის, შეიძლება მოგკლან კიდეც” – წერს ბრიტანული გამოცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები