LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ რაღაც ჯადოსნური ჯოხი გაქვთ, გვითხარით.. 650 000 ავტომობილი გადაადგილდება დედაქალაქში პიკის საათის დროს.. წარმოგიდგენიათ, რამხელა ციფრია? ვაშაძეს წარმოდგენა არ აქვს რა არის სატრანსპორტო პოლიტიკა“ – კახა კალაძე 

160
Untitled design (80)

„გიორგი ვაშაძეს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და თუნდაც რა უნდა გაკეთდეს, რათა ქალაქში ეს მიმართულება მოწესრიგებული იყოს,“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ გამოვეხმაურო გიორგი ვაშაძის განცხადებას, თითქოს რეფორმასთან დაკავშირებით უცხოელი პარტნიორების მითითებებს არ ვითვალისწინებთ.

ამას გავეცი პასუხი, რომ ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუეა. ამის შემდეგ მან განმეორებით მეტი სისულელე ილაპარაკა, ვიდრე წინა დღეებში. ამ თემით პოპულისტური განცხადებების გაკეთება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა პოზიტივს არავის მოუტანს.

საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, ისეთ განცხადებებს აკეთებს და მგონია, რომ პოლიტიკოსმა არც უნდა იცოდეს დეტალები.

„გთავაზობ კახი, იმის გასარკვევად, რას ფიქრობს ხალხი ჩემზე და შენზე, გავიდეთ, ჩავსხდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში - იქნებ, შენივე ყურით მოისმინო“ – გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს 

კახი, 2017 წელს, შენთან ერთად დებატებში ვიდექით, სადაც ვამბობდი, რომ ქალაქს სჭირდება სისტემური, სწორი მენეჯმენტი და მართვა იმისთვის, რომ კოლაფსი არ იყოს ქალაქში.

არც მე ვიცოდი, არც თქვენ იცოდით, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც პროფესიონალები არიან, ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვთ, მსოფლიო დონის კომპანიები არიან, ასეთი რეფორმები გაუტარებიათ, პროექტები განუხორციელებიათ. რა თქმა უნდა, მათ მივყვებით თანმიმდევრულად, ახალს არაფერს ვიგონებთ და ვერ გამოვიგონებთ.

მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ხელმისაწვდომობობა, რათა ყველაზე სწრაფი, კომფორტული იყოს. ამისთვის შემოგვყავს ახალი თვრამეტმეტრიანი ავტობუსები, რომ მეტი ადამიანის გადაყვანა შევძლოთ ერთი ადგილიდან მეორეში, კეთდება საავტობუსე ზოლები. დამატებით რამე თუ იცით, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ, გასაკეთებელია, ესეც გვითხარით, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს არც თანამშრომლობა, არც შენიშვნების მიღება.

ეს ქალაქი ხომ ყველასია, ვშრომობთ და ვმუშაობთ, რათა ხვალინდელი თბილისი კიდევ უფრო უკეთესი იყოს, უფრო მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

უბრალოდ, სხვაზე გადაბრალება და თითის გაშვერა, არ აკეთებენ, აზრზე არ არიან, არ იციან – თქვენ თუ იცით, გვითხარით და გავაკეთებთ, ოღონდ ეს არგუმენტებზე, კვლევებზე დაფუძნებული უნდა იყოს და არა ისე, ვიღაცას რაღაც წარმოუდგენია. ასე არ არის. ყველა გადაწყვეტილების უკან უდგას შესაბამისი კვლევები, დაკვირვებები.

შეუცდომელი არავინ არის, შესაძლოა, ჩვენც მოგვდის შეცდომები, მაგრამ თუ იცით ისეთი რამ, რაღაც ჯადოსნური ჯოხი გაქვთ და ამ ყველაფრის მოწესრიგებას შევძლებთ, გვითხარით. 650 000 ავტომობილი გადაადგილდება დედაქალაქში პიკის საათის დროს. წარმოგიდგენიათ, რამხელა ციფრია? 2012 წლამდე თბილისში 180 000 ავტომობილი დადიოდა,“– განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე: „გიორგი ვაშაძე დეგრადირებულია, გაქსუებული, პოლიტიკოსს ვერ ვუწოდებ“

„სა­ცობ­მა შე­ჭა­მა ეს ქა­ლა­ქი. „გა­და­ჯე­ქი ავ­ტო­ბუს­შიო“ და ად­გი­ლი არ არის, „გა­და­ჯე­ქი მეტ­რო­შიო“ და ად­გი­ლი არ არის. ეს ცხოვ­რე­ბაა? კა­ტას­ტრო­ფაა“ – ვაშაძე კალაძეს მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g