LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ სადმე გაუჭირდება ყოფნა, ეს მონასტერია – კობახიძე სააკაშვილის შინაპატიმრობის ინიციატივაზე

103
1

მეუფე ნიკოლოზის ინიციატივას – ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობაში მის ეპარქიაში იყოს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ეხმიანება.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სააკაშვილმა იქ უნდა მოიხადოს სასჯელი, სადაც სხვა პატიმრები იხდიან. 

მისივე სიტყვებით, სააკაშვილს, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, თუ სადმე ყოფნა გაუჭირდება, ეს სწორედ მონასტერია:

“სადაც სხვა პატიმრები იხდიან სასჯელს, სააკაშვილმაც იქ უნდა მოიხადოს სასჯელი. თუ სადმე გაუჭირდება ყოფნა მას ფსიქოლოგიურად, ეს არის მონასტერი, დამერწმუნეთ.

იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი და თან მოუნანიებელი დანაშაული, ყველაზე მეტად თუ სადმე გაუჭირდება მას ყოფნა, ეს არის მონასტერი”, – აცხადებს კობახიძე.

შეგახსენებთ, ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, მას აქვს შეთავაზება ხელისუფლებასთან – მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობაში მის ეპარქიაში გადაიყვანონ.

ვოლსკი: სააკაშვილს სამონასტრო არც ადრე და არც ახლა არაფერი ეტყობა – ათასობით ადამიანს და მთელ სახელმწიფოს სიცოცხლე გაუმწარა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები