LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ უკრაინელები დამარცხდებიან, ჩვენც დავმარცხდებით! როგორც კი ქვეყანაში ომი დასრულდება, უკრაინა NATO-ს წევრი უნდა გახდეს“ – ჩეხეთის პრეზიდენტი

133
პეტრ პაველი

ჩეხეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი პეტრ პაველი აცხადებს, რომ როგორც კი ქვეყანაში ომი დასრულდება, უკრაინა NATO-ს წევრი უნდა გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, NATO-ს გადამდგარმა გენერალმა, პაველმა თქვა, რომ უკრაინა „მორალურად და პრაქტიკულად მზად იქნება“ შეუერთდეს დასავლეთის ალიანსს კონფლიქტის დასრულების შემდეგ.

პრეზიდენტის რანგში საერთაშორისო მედიისთვის მიცემულ პირველ სატელევიზიო ინტერვიუში, NATO-ს გადამდგარმა გენერალმა პაველმა მტკიცედ დაიცვა დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერა კიევისთვის და თქვა, რომ „თითქმის არ უნდა არსებობდეს შეზღუდვები“, თუ რა უნდა გაგზავნონ ქვეყნებმა უკრაინაში.

„ამაყი ვარ ჩემი ქვეყნის, რომ ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება აღმოუჩინა. სავარაუდოდ, ძალიან ცოტა ადამიანს წარმოედგინა, რომ დასავლეთის ქვეყნები გამოთქვამდნენ სურვილს უკრაინისთვის თანამედროვე ტანკები, შორი მანძილის არტილერია ან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები გადაეცა, მაგრამ ახლა ეს რეალობაა.

თუმცა, ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი რუსეთის მნიშვნელოვან ადამიანურ და მატერიალურ რესურსებთან დასაპირისპირებლად“, – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

მედია: პირველად აშშ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედების რაკეტებს გადასცემს

ახალი პაკეტი მოიცავს დამხმარე დანადგარებსაც საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის Patriot, დამატებით ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს Javelin და მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალებს.

მან ასევე უარყო ევროპის დედაქალაქების შიში იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ უფრო მეტი იარაღის მიწოდება უკრაინისთვის, რუსეთის მხრიდან აღქმული იქნება როგორც ესკალაცია და აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებს სხვა ალტერნატივა არ აქვთ.

„თუ ჩვენ დავტოვებთ უკრაინას დახმარების გარეშე, ისინი დიდი ალბათობით წააგებენ ამ ომს. და თუ ისინი დამარცხდებიან – ჩვენც დავმარცხდებით! ჩვენი ქალაქები არ ნადგურდება რუსული არტილერიისა და რაკეტების მიერ. თუმცა, ჩვენი მომავალი შეიძლება განადგურდეს, თუ მხარს არ დავუჭერთ უკრაინას ამ კონფლიქტის წარმატებულ დასასრულამდე.

ამავდროულად, თუ არის სამშვიდობო მოლაპარაკებების უმცირესი შანსიც კი, ამასაც მხარი უნდა დავუჭიროთ, მაგრამ ამის ნიშნები თავად რუსეთიდან არ მოდის.

„უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში გაჭიანურებული ჩიხი სარგებელს მხოლოდ რუსეთს მოუტანს“ – ბრიტანეთის პრემიერი

ომის დასასრული სრულად რუსეთის ხელშია. ამას დასჭირდება პრეზიდენტ პუტინის მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება – გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან და ომი დასრულებულია.“ – განაცხადა პეტრ პაველმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები