თუ ვინმე ამბობს: „მარტო დავამარცხებ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე“ – არ გამოდის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ღმერთმა ქნას საქართველოში არსებობდეს პარტია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე აიღებს 50%-ს და მარტო დაამარცხებს „ქართულ ოცნებას.
„თუ საკითხი მოითხოვს, რომ ქვეყანა გადარჩეს, თუ ჩემი პირველი ნომერი, მირჩევნია, საქართველო გადარჩეს. მთავარი პრობლემაა „ქართული ოცნება“. მართლა მინდა, ყველა პროდასავლურმა ოპოზიციამ აიღოს მაქსიმალური შედეგი, რომ ჯამში მოვუგოთ „ქართულ ოცნებას“. ვინმე თუ ამბობს, რომ „მარტო დავამარცხებ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე“, არ გამოდის, რადგან მაშინ ერთმა პარტიამ უნდა აიღოს 50%-ზე მეტი და ღმერთმა ქნას, საქართველოში არსებობდეს პარტია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე აიღებს 50%-ს და მარტო დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.