LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ზამთრის სეზონის საბურავები არ გიყენიათ, გთხოვთ, თავი შეიკავეთ ქალაქში მოძრაობისგან: კახა კალაძე

131
კალა წმენდა

თუ მძღოლებს ზამთრის სეზონის საბურავები არ უყენიათ, ვთხოვ, თავი შეიკავონ ქალაქში მოძრაობისგან, რადგან ეს საცობს წარმოშობს, – ამის შესახებ, ქალაქის მერმა კახა კალაძემ მტავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გზებზე ტექნიკური მარილი იყრება და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

”დედაქალაქში გათოვდა. შესაბამისად, გუშინ ღამიდან მოყოლებული ”თბილსერვისის” ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, ახლაც აგრძელებს მუშაობას, მიმდინარეობს ტექნიკური მარილის მოყრა გზებზე და გაწმენდითი სამუშაოები. პარალელურად, გამგეობები ჩაერთვებიან უკვე შიდა საუბნო გზების გაწმენდაში. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ პრობლემა არ მოგვარდება. ასევე ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ გვაქვს კონკრეტული ლოკაციები, სადაც საცობები შეიქმნა იმის გამო, რომ გზა ავტომობილის გამო ჩაიხერგა.

მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, ვინც კერძო ავტომობილით გადაადგილდება, თუ ზამთრის სეზონის საბურავები არ გიყენიათ, თავი შეიკავეთ ქალაქში მოძრაობისგან, რადგან ეს გარკვეულ პრობლემებს უქმნის საზოგადოებას. პირველ რიგში ერთმანეთს, ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლის უსაფრთხოებას უნდა გავუფრთხილდეთ.

გაწმენდით სამუშაოებს რაც შეეხება, ის დღის განმავლობაშიც გაგრძელდება”. – განაცხადა, კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები